"წავიჩხუბეთ, როცა თქვა, ვაშაძეს ვუჭერ მხარსო... მაგრამ მივხვდით, არ ღირს, პოლიტიკას ჩვენი 35-წლიანი ურთიერთობა შევწიროთ"
"წავიჩხუბეთ, როცა თქვა, ვაშაძეს ვუჭერ მხარსო... მაგრამ მივხვდით, არ ღირს, პოლიტიკას ჩვენი 35-წლიანი ურთიერთობა შევწიროთ"
არცთუ დიდი ხნის წინ, ოზურგეთის მერიის სოციალური სამსახუ­რის უფროსი თამარ დუმბაძე გრიგოლ ვაშაძის მხარდაჭერის გამო რესპუბლიკელ ქმარს, ვლადი­მერ ვადაჭკორიას დაუპირისპირდა.­ განაცხადა, რომ პოლიტიკური შეუთავსებლობის გამო მეუღლესთან წითელი ხაზი ჰქონდა გავლებული(?!). ამ ამბავმა წინასაარჩევნო ვნებათაღელვას აყოლილი საზო­გად­ოება გაახალისა. გადავწყვიტეთ,­ გაგვე­გო, არჩევნების შემდეგ დაისა­დგურა თუ არა ოჯახში მშვიდობამ.

შერიგდა თუ არა ცოლ-ქმარი, რომლებმაც გრიგოლ ვაშაძის გამო იჩხუბეს

თამარ დუმბაძე:
- პოლიტიკური შეხედულების გამო ოზურგეთის მერმა თანამ­დებობიდან გამათავისუფლა... აი, ასეთი ახალი წელი გაგვითენდა
ოჯახში!

- როდის გაგათავისუფლეს?
- პირველ დეკემბერს. გათავისუფლების­ საფუძველი თითიდან გამოწოვილი იყო, ამიტომ სასამართლოში გავასაჩივრებ. მიზეზი ის იყო, რომ არ ვიყავი მერისთვის მისაღები კადრი და ჩემს თანამდებობაზე­ "ნაციონალის" დანიშვნა უნდოდა... მალე დანიშნავს მაგ კადრს და მერე ავტეხ დებოშს!

- ცოტა უცნაური არ არის, რომ ოზურგეთის მერმა
მმართველი პარტიის მხარდაჭერის გამო გაგათავისუფლათ?
- საქმე ის არის, რომ მერი დამოუკიდებელი კადრია, არ არის "ქართული ოცნების" წევრი, მეტიც - ხელისუფლებასთან დაპირისპირებულ მხარეს წარმოადგენს.
გაიკითხეთ და დარწმუნდებით, რომ მაგალითად, ოზურგეთის მერიაში სოფლის მეურნეობის სამსახურის უფროსი "ნაცმოძრაობის" წევრია და "ნაციონალების" დროს საკრებულოს თავმჯდომარეც იყო.

- სინამდვილეში, თქვენი მეუღლის პოლიტიკურმა პოზიციამ ხომ არ შეგიშალათ ხელი?
- ჩემი მეუღლის პოზიცია მხოლოდ "ბოლო აკორდი" აღმოჩნდა ამ ამბავში.

- და მაინც, განაცხადეთ, რომ მეუღლესთან­ მისი პოლიტიკური პოზიციის გამო "წითელი­ ხაზი გაავლეთ". ამის თქმა რატომ დაგჭირდათ?
- გაერთიანებული ოპოზიცია ასოცი­რდება "ნაცმოძრაობასთან", რომელიც ჩემთვის მიუღებელია. სამწუხაროდ, ჩემს მეუღლეს გრიგოლ ვაშაძესთან დაკავშირებით განსხვავებული აზრი აქვს... ეს არ მომწონს, თორემ ამის გამო ოჯახის დანგრევას არ ვაპირებთ. ჩემი მეუღლე რაც დაიბადა, მგონი, მას შემდეგ რესპუბლიკური პარტიის წევრია! სწორედ ეს გახლავთ 2012 წლის მონაპოვარი - შეიძლება განსხვავებული აზრი გვქონდეს და ერთად ვიცხოვროთ.

- და ის "წითელი ხაზი" გადალახეთ?
- საქმეც ის არის, რომ არ გადაგვილახავს. ჩემი მეუღლე ისევ თავის­ პოზიციაზეა, მე - ისევ ჩემსაზე... ცოტა კი წავიჩხუბეთ მაშინ, როცა თქვა, ვაშაძეს ვუჭერ მხარსო, მაგრამ ამას გართულება არ მოჰყოლია... არ ღირს, პოლიტიკას ჩვენი 35-წლიანი ურთიერთობა შევწიროთ...

- ოჯახი როგორ შექმენით?
- 19 წლისა გავთხოვდი. შვილი გვიან გაგვიჩნდა. ის ახლა წარჩინებული სტუდენ­ტია, თავის დროზე 100%-იანი გრანტი მოიპოვა. ვლადიმერი მეგობარმა გამაცნო. მაშინ ოჯახები მოწონების საფუძველზე იქმნებოდა, მაგრამ ჩვენ გაგვიმართლა და მართლაც კარგი ოჯახი შევქმენით. გაჭირვებაც გამოგვივლია და დალხენილი პერიოდებიც.
2012 წლამდე პოლიტიკაში ჩართული არ ვყოფილვარ. მაშინ რესპუბლიკელებიც ბიძინა ივანიშვილის გვერდით იყვნენ, თუმცა­ მე ჩემი ქმრის ფაქტორის გამო არ მიმიღია "ქართულ ოცნებაში" შესვლის გადაწყვეტილება. მყავდა მეგობარი, რომელიც მიყვებოდა ივანიშვილზე, მის სიკეთეზე და ჩემზე ამან მოახდინა გავლენა. 2012 წლის შემდეგ, ძალიან მალე, ჩვენს ოჯახში პოლიტიკურ აზრთა სხვადასხვაობამ იჩინა თავი...

- ოჯახში კონფლიქტი ვის არ მოსვლია, მით უფრო - გურიაში... თუმცა საინტერესოა, შერიგებისკენ პირველ ნაბიჯს ვინ დგამს?
- ჩვენ თითქმის არასდროს ვიბუტებით, ვიკამათებთ და მერე ვაგრძელებთ ურთიერთობას, თუმცა მე მკაცრი ვარ, მეუღლე უფრო იოლად მოლბება ხოლმე...

- ოჯახში უფროსი ვინ არის?
- ხან მე, ხან - ჩემი მეუღლე... ჩემი მეუღლე არ თვლის, რომ მაინცდამაინც ის უნდა იყოს უფროსი. პირიქით, მას ზოგჯერ ჩემი ლიდერობა ურჩევნია.
ვლადიმერ ვადაჭკორია: - მე ვიქნები უფროსი თუ ჩემი მეუღლე, ამას მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ორივე ჩვენი შვილის წარმატებასა და ბედნიერებაზე ვფიქრობთ. თუ უნდა ჩემს მეუღლეს უფროსობა, იუფროსოს!... რა პრობლემაა?!

- მის ლიდერის თვისებებს აღიარებთ?
- ზოდიაქოს მიხედვით, ორივე მორიელი ვართ, ამიტომ მაი ლიდერობის თვისებები მეც მაქვს, მაგრამ გააჩნია, როგორ და რა პოზიციაში გამოვიყენებ! მეც რომ შევეწინააღმდეგო, ჩხუბში გადაიზრდება ყველაფერი და ვანებებ თავს... თუ უნდა ლიდერობა, იყოს ლიდერი!..

- რას უსურვებთ საქართველოს?
- ბოლო მოეღოს დაპირისპი­რებას, მით უმეტეს - ოჯახებში და მშვიდობა ყოფილიყოს შინ და გარეთ! ისე, წითელი ხაზების გადალახვა ქვეყანასაც სჭირდება.

ეკა ასათიანი
სოსელო-ს
13 იანვარი 2019 19:59
"ვინც ჩვენთან არ არის, ჩვენი მტერია" გახლავთ ახალი აღთქმიდან მათეს ოდნავ პერიფრაზირებული ცნობილი გამონათქვამი.
ასე რომ, ...
ნანკა
13 იანვარი 2019 18:45
სულელი ოჯახები კი მინახავს მარა ესეთი გადარეულები და ვაი ოჯახები კი არ ვიცი სხვა
ქართველი
13 იანვარი 2019 18:39
ნაცების დროს რომელ თანამდებობაზე მუშაობდა ოპოზიციონერი იქნებ ვინმემ შემახსენოს.

რუბრიკის სხვა სიახლეები
კორონავირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად ხელისუფლება მკაცრი შეზღუდვების დაწესებას აღარ აპირებს. როგორ აფასებთ მთავრობის ამ გადაწყვეტილებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
კორონავირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად ხელისუფლება მკაცრი შეზღუდვების დაწესებას აღარ აპირებს. როგორ აფასებთ მთავრობის ამ გადაწყვეტილებას?