"საჭმელსაც მე ვაკეთებ და ბავშვსაც თავად ვუვლი" - რას ჰყვება ნიკოლოზ ბასილაშვილის ულამაზესი მეუღლე?
"საჭმელსაც მე ვაკეთებ და ბავშვსაც თავად ვუვლი" - რას ჰყვება ნიკოლოზ ბასილაშვილის ულამაზესი მეუღლე?
"სპორტსმენისთვის ოჯახში იდილია აუცილებელია, ზედმეტად არ უნდა დატვირთო ყოველდღიური პრობლემებით"

ნეკა დოროკაშვილს ფოტოგადაღების დაწყებამდე შევხვდი. ახლა მის პორტფოლიოს ევროპის რამდენიმე ქვეყანაში­ ელოდებიან. ქართველი პროფესიონალი­ ჩოგბურთელის, მსოფლიოს მოქმედი­ 21-ე ჩოგნის ნიკოლოზ ბასილაშვილის­ მეუღლე ექსკლუზიურად "კვირის პალიტრის" მკითხველს თავის კარიერაზე, ოჯახსა და საახალწლო ტრადიციებზე უამბობს.


"ქალისთვის მთავარია ოჯახი"

სტუდენტობისას "მის უნივერსიტეტი" გავხდი. შემდეგ მალევე გავთხოვდი, თავი დავანებე მოდელობაზე ფიქრს და ჯიპაში ჩავაბარე პიარის განხრით. ლუკასი ახლა სამი წლის არის და დროა,
დავუბრუნდე მოდელობას. ქალისთვის მთავარია ოჯახი, ქმარ-შვილი და შემდეგ კარიერა. არ ველოდი, მაგრამ ახლახან რამდენიმე სამოდელო სააგენტომ მიმიწვია. 27 წლის ვარ, მოდელობას გაცილებით პატარა ასაკში იწყებენ, მაგრამ სამოდელო სააგენტოები მაინც დაინტერესდნენ. რომელიც უკეთეს პირობებს­ შემომთავაზებს, იმას ავირჩევ. ჩემს თავს უფრო კომერციულ მოდელად ვხედავ, რეკლამები, ჟურნალები, ბილბორდები
- ეს არის ჩემი მიმართულება.

"ნიკას წარმატება ჩემი წარმატებაა"

- მე და ნიკამ ერთმანეთი სოციალურ ქსელში გავიცანით, წელიწად-ნახევარი ვხვდებოდით ერთმანეთს, შემდეგ დავქორწინდით. იმ პერიოდში იწყებოდა მისი კარიერის აღმავლობა. პატარა წვლილი, ალბათ, მეც მაქვს მის წარმატებაში, ჩემი კარიერა დროებით გადავდე­ და ოჯახზე გადავერთე, დავყვებოდი ტურნირებზე. ასე რომ, მისი წარმატება ჩემი წარმატებაც არის. სპორტსმენისთვის მთავარი ოჯახში იდილიაა, ზედმეტად არ უნდა დატვირთო ყოველდღიური პრობლემებით. ძიძა არასდროს მყოლია, დედაჩემი და ოჯახის სხვა წევრები მეხმარებიან. არც საოჯახო საქმეებში მყავს დამხმარე, საჭმელსაც მე ვაკეთებ და ბავშვსაც თავად ვუვლი. ჩვენი ოჯახის საყვარელი კერძია"ბორშჩი, ტკბილეულიდან "ცხელი ბრაუნი" გამომდის კარგად. წიგნის წერა დავიწყე. მინდა მკითხველს ჩემი გამოცდილება გავუზიარო.

"გაფუჭებული მანქანით 12 საათი ვიარეთ"

4 წლის წინ მე და ნიკა ტურნირზე­ გავემგზავრეთ. თვე-ნახევარი გვიწევდა ევროპაში ყოფნა და მანქანის ყიდვა გადავწყვიტეთ, რომ ევროპის სხვადასხვა­ ქალაქში თავად გვევლო. შესახედავად იდეალურ მდგომარეობაში იყო, მაგრამ, როცა იტალიიდან საფრანგეთში მივდიოდით, უცებ, ღამის 4 საათზე, სადღაც გზაზე გაჩერდა. გამთენიისას წვალებით დავქოქეთ და 12 საათი გაფუჭებული მანქანით ვიარეთ. მაშინ სიცილის თავი სად გვქონდა, ახლა კი ხალისით ვიხსენებთ.

მე და ნიკა ერთად ვუყურებთ ხოლმე ფილმებს, მაგრამ ამ ბოლო დროს ის ომებზე უყურებს, მე კი უფრო რომანტიკულ-სათავგადასავლო ფილმები მომწონს. ერთსულოვნება ოჯახში მხოლოდ "ჩემი ცოლის დაქალებზე" გვაქვს.

"მოდურია ის, რაც გიხდება"


ახალ წელს დიდ ნაძვის ხეს ვრთავ. მაშინაც კი, როდესაც ტურნირზე ვართ, ჩამოვდივარ თბილისში, ნაძვის ხეს გავაწყობ და მივდივარ.
2019 წელს ნიკას ძალიან დიდი ტურნირი ელის და აქ არ იქნება ახალი წლის დღეებში, მე და ბავშვი ახალ სახლში შევხვდებით ახალ წელს. მეკვლეობის ტრადიციას ვერ ვიცავ, რადგან ხშირად არა ვართ საქართველოში, სამაგიეროდ, ბარბარობაზე, 17 დეკემბერს, სახლის დიზაინერი იყო ჩემი მეკვლე და როგორც კი წავიდა, ძალიან კარგი ამბები გავიგე, მანამდე ჩემი მეჯვარე იყო მეკვლე და მასაც ბედნიერი ფეხი აქვს.
ახალი წლის ღამისთვის სამოსს არ ვარჩევ, ძალიან მალე ვემზადები, ნიკას ცხოვრების წესის გამო სისწრაფე გამომიმუშავდა. ჩემთვის წარმოუდგენელია წვეულებისთვის წინასწარ კაბის შეკერვა ან დიდი სამზადისი, ჩემითაც ვიკერავ სამოსს­ ან რაიმე აქსესუარს ვამაგრებ. მოდურია ის, რაც გიხდება.

მომავალში ვიზაჟისტ ქეთი გოგიშვილსა და ფრანგ მწარმოებლებთან ერთად კოსმეტიკის ხაზის შექმნას ვგეგმავ, ყველანაირი დეკორატიული კოსმეტიკა იქნება და რაც მთავარია, არავითარ შემთხვევაში, ძვირი.

მომავალ 2019 წელს გისურვებთ ჯანმრთელობას, უფლის რწმენას და დიდ, დიდ სიყვარულს.


10 იანვარი 2019 20:25
მართლაც საოცარი ოჯახი აქვთ, იმრავლეთ და იბედნიერეთ
mmm
10 იანვარი 2019 15:06
ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ და გაგაძლიეროთ. გამრავლდით. წარმატებები ორივეს თქვენს საქმიანობასა და დიდ სიყვარულში. იხარეთ!
იზა
10 იანვარი 2019 14:39
გვიყვარხართ და თქვენით ვამაყობთ! ულევი წარმატებები თქვენ

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, ვინ არის პასუხისმგებელი დიდ დიღომში მომხდარ ტრაგედიაზე?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, ვინ არის პასუხისმგებელი დიდ დიღომში მომხდარ ტრაგედიაზე?