"ახლა სიყვარული აღარ არის ხალხში, ბატონო, არადა, სიყვარული გვჭირდება, რაც შეიძლება მეტი"
"ახლა სიყვარული აღარ არის ხალხში, ბატონო, არადა, სიყვარული გვჭირდება, რაც შეიძლება მეტი"
ფოტო:თენგიზ არჩვაძე
ყველასათვის საყვარელი ქართველი მსახიობი თენგიზ არჩვაძე სამი წელია, მედიასთან არ ჩანს, მაგრამ ახლა გამონაკლისი დაუშვა და თხოვნაზე, ჩვენი მკითხველისთვის დამდეგი ახალი წელი მიელოცა, უარი არ გვითხრა...

- ახალ წელს ვულოცავ მთელ საქართველოს! გაძლებას ვუსურვებ ჩვენს მრავალჭირნახულ ხალხს, მხოლოდ და მხოლოდ გაძლებას! და გვირაბის ბოლოს სინათლეს!

მალე 87 წლის გავხდები, რაღა დროს ჩემი ბავშვობის მოგონებებია, მაგრამ ჩემს ბავშვობაში ახალი წელი ძალიან გვიყვარდა. მაშინ ძალიან დიდი სითბო და სიყვარული იყო ხალხში. მხოლოდ
ეკონომიური გაჭირვება, თორემ სხვა არაფერი გვაწუხებდა. ახალ წელს განსაკუთრებით თოვლის მოსვლა გვიხაროდა. ბავშვების ჟრიამული ისმოდა ყველგან... ახლა სიყვარული აღარ არის ხალხში, ბატონო, არადა, სიყვარული გვჭირდება, რაც შეიძლება მეტი! სიტყვა ბევრი ისმის სიყვარულზე, მაგრამ ეგ არ შველის საქმეს!

გამთლიანებულ საქართველოს ვნატრობ! რა არის სამშობლო - ეს
დიდხანს სალაპარაკოა და მე ამის თავი აღარ მაქვს, მაპატიეთ! მთელ საქართველოს ძალიან კარგად ვიცნობ, სულ ფეხით მაქვს მოვლილი რამდენჯერმე სიგრძე-სიგანეზე; კავკასიონზეც ვყოფილვარ, აქეთაც და იქითაც... არასოდეს დამიკარგავს იმედი, რომ ჩვენს სამაჩაბლოს და აფხაზეთს დავიბრუნებთ. უიმედოდ ყოფნა არ შეიძლება! მარტო რუსეთს და სხვებს ნუ დააბრალებთ, იქ რაც ხდება, ჩვენი სიგლახეც არის, ბატონო! რაც ხდება და რაც მოხდა, ჩვენი ბრალია ყველაფერი! ჩვენ უნდა გამოვასწოროთ. ჩვენ დავუშვით შეცდომა და აბა, ვინ გამოგვისწორებს?! ლაპარაკი არ შველის საქმეს! თქვენ გგონიათ, რაც მეტს ილაპარაკებთ, ეს საკითხი გადაწყდება?! ენას ძალიან დიდი გასაქანი და მნიშვნელობა მიეცა. უსასრულოდ ლაპარაკობენ და მთავარ სათქმელს არ ამბობენ! ლაპარაკი ლაპარაკსა, ცხენი გაჰყვა ამხანაგსაო, ხომ გაგიგონიათ?! წელს ყველაზე დიდი სიძულვილი ჩანდა ამ უსარგებლო საუბარში, რაც, იმედი მაქვს, აღარასოდეს იქნება!

ხვალინდელი დღის, უკეთესის იმედით გემშვიდობებით. ახალ წელს გილოცავთ!



ნინი
07 თებერვალი 2019 16:09
ჩვენო საყვარელო და სათაყვანებელო ადამიანო, ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ.იცოცხლეთ დიდხანს ,გვჯერა ჯანმრთელად ვერა ბრძანდებით,მაგრამ როგორმე ხშირად მოგვწერეთ ,ხშირად შეგვეხმიანეთ,დაგვიწუნეთ,გვეჩხუბეთ,გვასწავლეთ და იქნებ ამხელა ადამიანის სიტყვები ხშირად რომ გამოჩნდება,მოისმინოს და შერცხვეს რომელიმეს და გამოსწორება ჩაიფიქრონ მაინც და მჯერა თანდათან გამოასწორებენ კიდეც თავიანთ უსაქციელობას.ძალიან გვენატრებით ბატონო, ჩვენო ქართველო ადამიანო,ხანი გაგიგრძელოთ ღმერთმა ბატონო თენგიზ.რომ დავინახე თქვენი სურათი ცრემლიც კი მომერია.იცოცხლეთ....
ომარი
03 იანვარი 2019 13:38
უბრალოდ მაგარი კაცი, მართლაც მაგარი რა.
ia
03 იანვარი 2019 00:59
აი ნამდვილი ქართველი ვაჟკაცი! სადარიან მისნაირები?! ძალიან გმეხარდა თქვენი ხილვა. ღმერთი გფარავდეთ, მზეგრძელ სიცოცხლეს გისურვებთ! კარგი იქნება , რომ ახალგაზრდობამ თქვენ მოგბაძოთ! აი ასე იმედიანი სიტყვა უნდა გქონდეტ ხალანო! სულ წუწუნი გაგონილა?! საქართველოს ისტორია ჯვარზე გაკვრაა,მაგრამ ადამიანები მომავლის იმედს არ კარგავდანენ, ღმერთზე მსასოებელნი აგრძელებდნენ ცხოვრებას, შვილებს დასაკუთარ სიცოცხლეს წირავდნენ უფალს და სამშობლოს! მათი სულები დაგვცქერიან ზემოდან და ჩვენ კი?!... გვეყოფა ამდენი ურწმუნოება დაუღვთოობა! ღმერთმა დალოცოს ყველა...

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?
თვის კითხვადი სტატიები