"დამეხმარეთ შვილის გადარჩენაში"
"დამეხმარეთ შვილის გადარჩენაში"
ამ ზაფხულს, მარტვილის სოფელ სალხინოში, 9 წლის, სიცოცხლით და სიხარულით სავსე ლუკა ნანავამ ყველასთვის მოულოდნელად გონება დაკარგა. ნანავების ოჯახში ლუკას საშველად მთელი სოფელი შეიკრიბა, თუმცა, ბავშვი გონზე ვერავინ მოიყვანა. ლუკასთვის ცნობიერების დაბრუნება თვით სასწრაფოს ექიმებმაც ვერ შეძლეს, ბიჭუნას დედას, ხატია კეკუტიას წამიერად იმანაც კი გაულევა, შვილი ხელიდან ეცლებოდა და ყველაფერი დასრულდა. ერთდერთი, რის გამოც ხატიამ გონება თავადაც არ დაკარგა, ის იყო, რომ უნდოდა ლუკას პირველი დედა დაენახა, თუკი თვალს გაახელდა.
იმ დღეს კი სასწაული მოხდა და ლუკა გადარჩა. თუმცა, ამის შემდეგ ოჯახში ყველაფერი უკუღმა დატრიალდა.

ხატია კეკუტია, ლუკას დე
და:

- როცა ეს საშინელება მოხდა, ამ დროს ყველანი შინ ვიყავით. არ ვიცი, იმ მომენტში ლუკასკენ რამ გამახედა, მაგრამ კოშმარი დავინახე, - ბავშვს თვალები შუბლისკენ ჰქონდა აზიდული და სადღაც იყურებოდა. როცა მივვარდი, - რა მოხდა დედიკო, რას უყურებ-მეთქი, მიპასუხა, - არაფერი, შენ გიყურებო. ბავშვი საწოლზე წამოვაწვინე და ტელეფონს მივვარდი სასწრაფოს გამოსაძახებლად. ამ დროს ლუკა უკვე გაითიშა. მერე არ მახსოვს, რა ხდებოდა, მაგრამ თურმე ვყვიროდი, მიშველეთ-მეთქი, თუმცა, ვინ რას მიშველიდა… სასწრაფოს არ დაუგვიანია, მაგრამ მარტვილიდან სოფლამდე რაღაც დრო მაინც დასჭირდა და ის დრო ჯოჯოხეთად მექცა. ლუკას გონზე მოყვანა დიდი წვალების შემდეგ ექიმებმაც რომ ვერ შეძლეს, საავადმყოფოში გადაყვანა გადაწყვიტეს. მივყვებოდი ჩემს გალურჯებულ შვილს და მხოლოდ ერთ რამეს ვფიქრობდი, - ამას რომ რაიმე დაემართოს, მეც მოვკვდები-მეთქი. ბოლოს ლუკა კლინიკაში შეიყვანეს, მე კი კარი ცხვირწინ მომიხურეს, -ალბათ არ უნდოდათ ჩემი შვილის უბედურებისთვის მეცქირა, - თავადაც არ იცოდნენ, ლუკა გადარჩებოდა თუ არა. რასაკვირველია, ექიმებმა კომპიუტერული ტომოგრამა გადამაღებინეს. ეს დღეც ისე ჩამრჩა, თითქოს ცუდ სიზმარს ვხედავდი და რომ გავიღვიძებდი, ყველაფერი კარგად იქნებოდა. ექიმმა აგვიხსნა, - ბავშვს ტვინზე რაღაც აწევსო, სამედიცინო ენაზე ეს ჰიპოთალმაური ჰამარტომაა. აქ ქირურგიული ჩარევა და ჰარატომას ამოღება ძალიან სარისკოა. არადა, გვითხრეს, მდგომარეობა სულ უფრო და უფრო დაუმძიმდება, ბავშვს წანაზარდი ეზრდება და ტვინს სულ უფრო და უფრო დააწვება, არავინ იცის, ეს ბოლოს როგორ დამთავრდებაო. ეს დიაგნოზი გახევებულმა მოვისმინე და იმავე დღეს ბარგის ჩალაგება გადავწყვიტე. როგორ შეიძლებოდა, რომ ჩემი შვილისთვის საშველი არ გამოჩენილიყო და ასე მეყურებინა მისი უბედურებისთვის!

ამიტომაც ჩემს სამ შვილს ხელი დავტაცე და თბილისში გადმოვიყვანე ნაქირავებ ბინაში, - მინდოდა, როცა ლუკა ცუდად გამიხდებოდა, ექიმების გვერდით ყოფილიყო. თანაც, როგორ შეიძლებოდა, რომ მათ შორის ვინმე ისეთი არ გამოჩენილიყო, რომელიც ჩემს ლუკას გადამირჩენდა!

ძალიან გვიჭირდა ეკონომიურად - ჩემი მეუღლის პატარა გამომუშავების გარდა არაფერი გაგვაჩნია.

- ლუკას გადარჩენის საშუალება გამოჩნდა?
- გამოჩნდა. ბავშვი რამდენიმე ხნის წინ იაშვილის კლინიკაში მყავდა მორიგ ექიმთან. მან მითხრა, - კლინიკაში გერმანიაში დასაქმებული ქართველი ექიმი ჩამოდის და ყოველი შემთხვევისთვის, ბავშვი აჩვენეო. ამ ექიმმა ლუკას ტომოგრამას რომ შეხედა, - ნუ გეშინია, გერმანიაში მსგავს ოპერაციებს აკეთებენ, დაახლოებით 25000 ევრო გექნება გადასახდელი, მეც ვერ შეგპირდები, რომ ყველაფერი 100%-იანად წარმატებით დამთავრდება, მაგრამ ოპერაცია გაკეთდება და ბევრად უფრო მეტი დადებითი შედეგია მოსალოდნელი, ვიდრე უარყოფითიო.

ეს ახლახან მოხდა და სიხარულისაგან ფრთაშესხმული დავდივარ. ლუკას ჯანმრთელობის დოკუმენტაციაც უკვე შევიტანე ჯანმრთელობის სამინისტროშ, იმ იმედით, რომ ჩემს შვილს ოფიციალური წესით დაეხმარებიან. ამასობაში თითქოს განგების ნებით, გერმანიაში კიდევ ერთი ქართველი ქალბატონი გამოჩნდა, რომელმაც ლუკას დასახმარებლად ფონდებში 7000 ევრო უკვე მოიძია. ასე რომ ამ ხნის განმავლობაში პირველად არის რომ ჩემთვის დღე იმედიანად თენდება. იმისიც მჯერა, რომ დანარჩენ თანხას ღვთის შეწევნით და კეთილი ადამიანების წყალობით ვიშოვი, - ფულის თხოვნის ძალიან მრცხვენია, მაგრამ ლუკას დარდმა ყველაფერი დამავიწყა, - იქნებ ის დროც დადგეს, რომ ეს ყველაფერი უკან მეც სიკეთედ დავაბრუნო. მე მჯერა ადამიანების სიკეთის, ამ ხნის გნამავლობაში იმდენი ადამიანი დაგვიდგა გვერდით მე და ჩემ შვილს...

პ.ს. ვისაც ამ საოცრად კარგი ბიჭის, ლუკა ნანავას დახმარების სურვილი გაგიჩნდებათ, ამისთვის საჭირო საბანკო რეკვიზიტებს აქვე შემოგთავაზებთ.

ლიბერთი ბანკი: ანგარიში: GE47LB0211167003131000

მიმღები ხატია კეკუტია, საკონტაქტო ნომერი: 551220806

(სპეციალურად საიტისთვის)

მეგი
05 იანვარი 2019 21:46
მხოლოდ ლიბერთი ბანკის ნომერზე შეიძლება თანხის გადარიცხვა?
მედეა
04 იანვარი 2019 09:53
ღვთის წყალობით ყველაფერი კარგად იქნება ხატია.ილოცე დედის ლოცვაზე უფრო ძლიერი არაფერი არარის.ღმერთი ფარავდეს შენს ლუკას...
მაი
03 იანვარი 2019 10:14
ღმერთო უშველე ყველა გაჭირვებულს
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, ვინ არის პასუხისმგებელი დიდ დიღომში მომხდარ ტრაგედიაზე?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, ვინ არის პასუხისმგებელი დიდ დიღომში მომხდარ ტრაგედიაზე?
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები