ადამიანები, ვინც 2018 წელს დააკლდა საქართველოს - კვირის პალიტრა

ადამიანები, ვინც 2018 წელს დააკლდა საქართველოს

მიიწურა 2018 წელი, რომელიც ქართული საზოგადოებრივი ცხოვრების ბევრი მიმართულებით იყო წარმატებული, მაგრამ გვქონდა სამწუხარო დანაკარგიც.  არაერთმა საზოგადოებისთვის ცნობილმა და ღვაწლმოსილმა ადამიანმა დაგვტოვა. წლის მიწურულს გავიხსენოთ  ისინი:

გია მაისაშვილი - ქართველი ეკონომისტი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე. 2008 წლის  არჩევნებში საპრეზიდენტო კანდიდატი. გია მაისაშვილი 26 თებერვალს, 55 წლის ასაკში მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა .

ზურაბ ვადაჭკორია - ქართველი ილუზიონისტი, ილუზიონიზმის თანამედროვე კულტურის დამფუძნებელი საქართველოში. იყო აშშ-ის საერთაშორისო ილუზიონისტთა საძმოს, მოსკოვის ილუზიონისტთა კლუბისა და ბრნოს ილუზიონისტთა კლუბის წევრი, საქართველოს ილუზიონისტთა კლუბის დამფუძნებელი და პრეზიდენტი. ღირსების ორდენის კავალერი  1-ლ მარტს მძიმე ავადმყოფობის შემდეგ, 57 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ლეილა აბაშიძე - ქართული კინოს ვარსკვლავი, რომლმაც ქართულ კინოში წარუშლელი კვალი დატოვა, მისი კინოგმირები ჩვენი საზოაგდოების უსაყვარლეს პერსონაჟებად რჩებიან დღემდე. ლეილა აბაშიძე ქალბატონი ლეილა საქართველოს დამსახურებული არტისიტი და  თბილისის საპატიო მოქალაქე გახლდათ. გარდაიცვალა 8 აპრილს 88 წლის ასაკში.

ზუზუ ბეჟაშვილი - ქართული კინოს და თეატრის მსახიობი, მოულოდნელად გარდაიცვალა 17 აგვისტოს 42 წლის ასაკში.

ზუზუ ბეჟაშვილი

თამაზ ჭილაძე - მწერალი, პოეტი და დრამატურგი. საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი (1957-2018), საქართველოს სახელმწიფო პრემიისა და შოთა რუსთაველის პრემიის ლაურეატი.გარდაიცვალა 28 სექტემბერს 87 წლის ასაკში. გაგრძელება

იხილეთ ასევე: ლეილას ბავშვობიდანვე ბევრი ტკივილი არგუნა ბედმა - "აბეზარას" თავბრუდამხვევი კარიერა და ტკივილიანი ცხოვრება