მიიწურა 2018 წელი, რომელიც ქართული საზოგადოებრივი ცხოვრების ბევრი მიმართულებით იყო წარმატებული, მაგრამ გვქონდა სამწუხარო დანაკარგიც. არაერთმა საზოგადოებისთვის ცნობილმა და ღვაწლმოსილმა ადამიანმა დაგვტოვა. წლის მიწურულს გავიხსენოთ ისინი:გია მაისაშვილი - ქართველი ეკონომისტი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე. 2008 წლის არჩევნებში საპრეზიდენტო კანდიდატი. გია მაისაშვილი 26 თებერვალს, 55 წლის ასაკში მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა . ზურაბ ვადაჭკორია - ქართველი ილუზიონისტი, ილუზიონიზმის თანამედროვე კულტურის დამფუძნებელი საქართველოში. იყო აშშ-ის საერთაშორისო ილუზიონისტთა საძმოს, მოსკოვის ილუზიონისტთა კლუბისა და ბრნოს ილუზიონისტთა კლუბის წევრი, საქართველოს ილუზიონისტთა კლუბის დამფუძნებელი და პრეზიდენტი. ღირსების ორდენის კავალერი 1-ლ მარტს მძიმე ავადმყოფობის შემდეგ, 57 წლის ასაკში გარდაიცვალა.ლეილა აბაშიძე - ქართული კინოს ვარსკვლავი, რომლმაც ქართულ კინოში წარუშლელი კვალი დატოვა, მისი კინოგმირები ჩვენი საზოაგდოების უსაყვარლეს პერსონაჟებად რჩებიან დღემდე. ქალბატონი ლეილა საქართველოს დამსახურებული არტისიტი და თბილისის საპატიო მოქალაქე გახლდათ. გარდაიცვალა 8 აპრილს 88 წლის ასაკში.ზუზუ ბეჟაშვილი - ქართული კინოს და თეატრის მსახიობი, მოულოდნელად გარდაიცვალა 17 აგვისტოს 42 წლის ასაკში.თამაზ ჭილაძე - მწერალი, პოეტი და დრამატურგი. საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი (1957-2018), საქართველოს სახელმწიფო პრემიისა და შოთა რუსთაველის პრემიის ლაურეატი.გარდაიცვალა 28 სექტემბერს 87 წლის ასაკში. გაგრძელებაიხილეთ ასევე: ლეილას ბავშვობიდანვე ბევრი ტკივილი არგუნა ბედმა - "აბეზარას" თავბრუდამხვევი კარიერა და ტკივილიანი ცხოვრება