"ძალიან ხშირი შემთხვევაა, როცა ჩვენ ერთმანეთის სიმძიმეს კი არ ვიტვირთავთ, არამედ ვამძიმებთ" - კვირის პალიტრა

"ძალიან ხშირი შემთხვევაა, როცა ჩვენ ერთმანეთის სიმძიმეს კი არ ვიტვირთავთ, არამედ ვამძიმებთ"

ძალიან ხშირი შემთხვევაა, როცა ჩვენ ერთმანეთის სიმძიმეს კი არ ვიტვირთავთ, არამედ ვამძიმებთ,- ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქმა ილია მეორემ გუშინდელ მიღებაზე განაცხადა, რომელიც მისი დაბადების დღის აღსანიშნავად გაიმართა. პატრიარქმა შეკრებილ სტუმრებს მადლობა გადაუხადა და დალოცა.

"პავლე მოციქულს ასეთი სიტყვები აქვს დაწერილი: ერთმანეთის სიმძიმე იტვირთეთ და ასე აღასრულეთ სჯული ქრისტესი. ძალიან ხშირი შემთხვევაა, როცა ჩვენ ერთმანეთის სიმძიმეს კი არ ვიტვირთავთ, არამედ ვამძიმებთ. დღევანდელი დღე და საღამო განსაკუთრებით არის ის საღამო, როცა თქვენ იტვირთეთ ჩემი სიმძიმე. მადლობელი ვარ თქვენი სიყვარულისათვის. 41 წელია მე ვემსახურები საქართველოს ეკლესიას და ვმადლობ უფალს და გმადლობთ თქვენ, ღვთის წყალობა და თქვენი სიყვარული რომ არ ყოფილიყო, ეს შეუძლებელი იქნებოდა. ჯვარი გეწეროთ", - განაცხადა პატრიარქმა.

გუშინ საქართველოს პატრიარქი 86 წლის გახდა.

"ინტერპრესნიუსი"