"არა გაზრდილ ტარიფს" - რუსთავის მერიასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს - კვირის პალიტრა

"არა გაზრდილ ტარიფს" - რუსთავის მერიასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

რუსთავის მერიასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები რუსთავი-თბილისის მარშრუტზე მგზავრობის საფასურის გაზრდას აპროტესტებენ და ადგილობრივ ხელისუფლებას მოუწოდებენ, პრობლემა დროულად მოაგვაროს.

აქციის მონაწილეები რუსთავის მერიასთან ტრანსფარანტებით არიან მისული, რომლის შინაარსია - "არა გაზრდილ ტარიფს", "ძალა ჩვენშია". "ჩვენო მერიავ, მგზავრებიცა და მძღოლებიც თქვენი თანამოქალაქეები ვართ! ნუ გადაგვკიდებ ერთმანეთს, მოაგვარე სიტუაცია!", - აცხადებენ საპროტესტო აქციის მონაწილეები, რომლებიც სამოქალაქო აქტივისტები, სტუდენტები და რიგითი მოქალაქეები არიან.

"ინტერპრესნიუსი"