საავადმყოფოში მიცვალებულები აერიათ და საქასრიაში მცხოვრებ ოჯახს სხვა მიცვალებული გაატანეს - კვირის პალიტრა

საავადმყოფოში მიცვალებულები აერიათ და საქასრიაში მცხოვრებ ოჯახს სხვა მიცვალებული გაატანეს

წყალტუბოს მუნიციპალტეტის სოფელ ცხუნკურში მცხოვრები სულაბერიძეების ოჯახი მიცვალებულების არევის გამო, არ გამორიცხავს სასამართლოს მიმართოს.

გარდაცვლილის შვილის თქმით, აპირებს მრავალპროფილური კლინიკა "მედიქალ სითის" ხელმძღვანელობას შეხვდეს და შესაძლოა სასამართლოშიც უჩივლოს. გარდაცვლილის შვილი ჰყვება, რომ ფაქტი ოჯახმა მიცვალებულის გაპატიოსნების შემდეგ აღმოაჩინა, მალევე დაადგინა კოორდინატები, რის შემდეგაც ხარაგაულში უკვე დაკრძალული მიცვალებული ამოასვენეს და სახლში გადაასვენეს.

ქუთაისის ერთ-ერთ საავადმყოფოში მიცვალებულები აერიათ და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ საქასრიაში მცხოვრებ ოჯახს სხვა მიცვალებული გაატანეს.

palitranews.ge