ორმხრივი პნევმონიის დიაგნოზით ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

ორმხრივი პნევმონიის დიაგნოზით ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა

ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში ორმხრივი პნევმონიის დიაგნოზით ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა. როგორც "ინტერპრესნიუსს" ჰოსპიტალის კლინიკურმა მენეჯრემა სულხან ორჟონიამ უთხრა, პაციენტი მესტიის საავადმყოფოდან პირველ იანვარს მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით შეიყვანეს და 4 იანვარს გარდაიცვალა.

"პაციენტი შემოიყვანეს მესტიიდან. მას ჰქონდა გრიპისთვის დამახასიათებელი ნიშნები - ცხელება, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ყელის ტკივლი, ქოშინის ერთკვირიანი ანამნეზი. მდგომარეობა იყო მძიმე. ფილტვების კვლევით აღმოჩნდა ორმხრივი პნევმონია. მოთავსდა რეანიმაციულ განყოფილებაში. იყო მართვით სუნთქვაზე. აღსანიშნავია, რომ ჰქონდა თანხმლები მძიმე დაავადებები", - განაცხადა სულხან ორჟონიამ.

მისვე თქმით, იმის დასადგენად, არის თუ არა ეს H1N1, ე.წ. ღორის გრიპის ვირუსი, ანალიზი გაგზავნილია, თუცა პასუხი საავადმყოფოში ჯერ არ მიუღიათ.

გრიპისთვის დამახასიათებელი ნიშნებით ამ დროისთვის ზუგდიდის საავადმყოფოში ხუთი პაციენტი მკურნალობს და მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

"ინტერპრესნიუსი"