რუსთავში ბუნებრივი აირით 5 წლის გოგონა და ორი ქალი მოიწამლა - კვირის პალიტრა

რუსთავში ბუნებრივი აირით 5 წლის გოგონა და ორი ქალი მოიწამლა

რუსთავში, მეგობრობის გამზირზე საცხოვრებელ ბინაში ბუნებრივი აირით ინტოქსიკაცია 5 წლის გოგონამ და ორმა ქალმა მიიღეს. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადები.

5 წლის ბავშვი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ რუსთავის ბავშვთა საავადმყოფოში გადაიყვანა, ქალები კი ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში მოათავსეს. წინასწარი ინფორმაციით, სამივე კონტაქტური იყო.

ადგილზე ,,სოკარ-ჯორჯია გაზის" ტექნიკური სამსახური გამოიძახეს. წინასწარი ინფორმაციით, ბუნებრივი აირის ნამწვის ბინაში დაგროვების მიზეზი, ტექნიკური ნორმების დარღვევით დამონტაჟებული გამათბობელია.

"ინტერპრესნიუსი"