ჯანდაცვის სამინისტრო იმ კლინიკების სიას აქვეყნებს, რომლებიც ხვალიდან 24-საათიან სამუშაო გრაფიკზე გადავლენ - კვირის პალიტრა

ჯანდაცვის სამინისტრო იმ კლინიკების სიას აქვეყნებს, რომლებიც ხვალიდან 24-საათიან სამუშაო გრაფიკზე გადავლენ

7 იანვარს პირველადი ჯანდაცვის 5 დაწესებულება დილის 10:00 საათიდან საღამოს 22:00 საათამდე იმუშავებს, ხოლო 8 იანვრიდან პაციენტებს შესაძლებლობა ექნებათ დღე-ღამის ნებისმიერ დროს გრიპის სიმპტომების გაჩენისთანავე კონსულტაცია ოჯახის ექიმთან გაიაროს. ამის შესახებ ინფორმაციას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, იმ დაწესებულებების ჩამონათვალი, რომელიც ხვალიდან 24- საათიან სამუშაო გრაფიკზე გადავა, შემდეგია:

შპს "მედკაპიტალი-გლდანი" მის: ვეკუასქ. N 18.

შპს "მედკაპიტალი-საბურთალო" მის: გამრეკელისქ. N19.

შპს "საოჯახო მედიცინის ეროვნული სასწავლო ცენტრი" მის: წინამძღვრიშვილისქ. N 57.

შპს "მედსი: ("ვერე-21") მის: ქიაჩელისქ. N 18.

შპს "მედკაპიტალი-სამგორი" მის: მოსკოვისგამზ. კვ. 4, კორპ.

ჯანდაცვის სამინისტრო ბენეფიციარებს მოუწოდებს, გრიპისა და რესპირატორული ინფექციის სიმპტომების გამოვლენისთანავე მიმართოს ოჯახის ექიმს და მკურნალობა შესაბამისი სამედიცინო ჩვენების საფუძველზე დაიწყოს.

იხილეთ ასევე: საქართველოში ე.წ. ღორის გრიპის 158 შემთხვევაა დაფიქსირებული

"ინტერპრესნიუსი"