ვინ არის ექიმის ცემის ფაქტზე დაკავებული ახალგაზრდა? - კვირის პალიტრა

ვინ არის ექიმის ცემის ფაქტზე დაკავებული ახალგაზრდა?

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 1993 წელს დაბადებული რ.ნ ძალადობის ბრალდებით თბილისში დააკავეს, - ამის შესახებ Ambebi.ge შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს.

მათივე ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ რ.ნ.-მ თბილისში, წმ. მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილური კლინიკის ერთ-ერთ ექიმს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად პოლიციამ რ.ნ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა. ამ დროისთვის ბრალდებული საავადმყოფოში აგრძელებს მკურნალობას, რომლის ბადრაგირებას პოლიციელები ახორციელებენ.

დაკავებული რევაზ ნასიძე მსახიობია. იგი ცოტა ხნის წინ სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებში" თამაშობდა.

გამოძიება ძალადობის ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს.

Ambebi.ge