ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა - კვირის პალიტრა

ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა

გურჯაანის მუნიციპალიტეტში ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. შემთხვევა სოფელ ჩუმლაყში იმ დროს მოხდა, როდესაც არჩილ ხუციშვილი ბენზინით ღუმელის ანთებას ცდილობდა. 40 წალმდე მამაკაცი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გურჯაანის რაიონულ საავადმყოფოში მოათავსა. შემთხვევის დროს დაიწვა საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე მდებარე ოთახის იატაკი. ცეცხლმა ასევე გაანადგურა საყოფაცხოვრებო ტექნიკა და ავეჯი.

ადგილზე 3 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა იყო მობილიზებული.

"ინტერპრესნიუსი"