გადაიდება თუ არა გრიპის ვირუსის გამო თბილისის საბავშვო ბაღებში სწავლის დაწყება? - კვირის პალიტრა

გადაიდება თუ არა გრიპის ვირუსის გამო თბილისის საბავშვო ბაღებში სწავლის დაწყება?

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში სწავლის დაწყების გადადება ამ ეტაპზე არ იგეგმება. შესაბამისი გადაწყვეტილება ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დღევანდელ თათბირზე მიიღეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" სააგენტოში განუცხადეს, სწავლა საბავშვო ბაგა-ბაღებში ჩვეულებრივად, 14 იანვარს დაიწყება.

რაც შეეხება სკოლებში სწავლის დაწყების პროცესს, ჯერ უცნობია, დაიწყება თუ არა სწავლა14 იანვარს.

შეგახსენებთ, რომ გრიპის ვირუსთან დაკავშირებით, მშობლების ნაწილი მოითხოვს, რომ სწავლის დაწყება გადაიდოს.

"ინტერპრესნიუსი"