როგორი ამინდი იქნება საქართველოში 9 იანვარს - კვირის პალიტრა

როგორი ამინდი იქნება საქართველოში 9 იანვარს

9 იანვარს საქართველოს მთიან რეგიონებში ძლიერი თოვლი, ზღვაზე კი, 4-5-ბალიანი შტორმია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 9 იანვარს საქართველოს მთიან და მაღალმთიან ზონაში მოსალოდნელია ძლიერი თოვლი,ზოგან ნისლი და ქარბუქი.

ასევე ზღვაზე მოსალოდნელია 4-5-ბალიანი შტორმი.

„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექმა შესაძლოა მთიან ზონებში ზვავის ფორმირება და მეწყრული პროცესები გამოიწვიოს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

"ინტერპრესნიუსი"