მძიმე ავარიის შემდეგ მიხეილ გიორგაძე სამსახურს დაუბრუნდა - კვირის პალიტრა

მძიმე ავარიის შემდეგ მიხეილ გიორგაძე სამსახურს დაუბრუნდა

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე, მიხეილ გიორგაძე მძიმე ავარიის შემდეგ გამოჯანმრთელდა და უკვე სამსახურსაც დაუბრუნდა.

"გამოცხადდა სამსახურში", - წერს სოციალურ ქსელში მიხეილ გიორგაძის მეგობარი, "ისთერნ პრომოუშენის" დამფუძნებელი კახა კანდელაკი და ფოტოსაც აქვეყნებს.

შეგახსენებთ, გიორგაძე ნოემბერში უმძიმეს ავარიაში მოყვა, რომლის დროსაც თავის მძიმე ტრავმა მიიღო და სტამბოლის კლინიკაში გადაიყვანეს.

გიორგაძე 9 დღის განმავლობაში კომაში იმყოფებოდა, თუმცა ახლა მისი მდგომარეობა თანდათან გაუმჯობესდა. თურქმა ექიმებმა მინისტრის მოადგილე უკვე ფეხზე დააყენეს.