ერთი დაღუპული და 12 დაშავებული - ჭავჭავაძეზე სასწრაფო ტროტუარზე მდგომ მუშებს შეეჯახა - კვირის პალიტრა

ერთი დაღუპული და 12 დაშავებული - ჭავჭავაძეზე სასწრაფო ტროტუარზე მდგომ მუშებს შეეჯახა

ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 12 დაშავდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომანქანა ტროტუარზე მდგომ მუშებს იმ დროს შეეჯახა, როდესაც ისინი მშენებლობასთან მდგარ ფარდულში შედიოდნენ.

გამოძიება სსკ-ის 276-ე მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

"ინტერპრესნიუსი"

იხილეთ ვიდეო