ჭავჭავაძის გამზირზე ავარიის დროს დაშავებულ მუშას ფეხის ამპუტაცია ჩაუტარდა - კვირის პალიტრა

ჭავჭავაძის გამზირზე ავარიის დროს დაშავებულ მუშას ფეხის ამპუტაცია ჩაუტარდა

ჭავჭავაძის გამზირზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დღეს დაშავებულ ერთ-ერთ მამაკაცს ფეხის ამპუტაცია ჩაუტარდა.

იგი რეგიონულ ჰოსპიტალშია მოთავსებული და მას ამ წუთებშიც ელენთაზე ოპერაცია უტარდება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" "სამედიცინო კორპორაცია ევექსის" პრესსამსახურში განუცხადეს, მამაკაცს ფეხზე უმძიმესი დაზიანებები ჰქონდა და ამპუტაცია დასჭირდა.

რაც შეეხება კლინიკაში მოთავსებულ მეორე პაციენტს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

შეგახსენებთ, რომ დღეს, ჭავჭავაძის გამზირზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომანქანა ტროტუარზე მდგომი მამაკაცებს დაეჯახა. გარდაცვლილია ერთი და დაშავებულია 12 ადამიანი.

"ინტერპრესნიუსი"