სასწრაფო დახმარების ცენტრი ჭავჭავაძეზე მომხდარ ავარიაზე, სადაც სასწრაფოს მანქანა ფიგურირებს, განცხადებას ავრცელებს - კვირის პალიტრა

სასწრაფო დახმარების ცენტრი ჭავჭავაძეზე მომხდარ ავარიაზე, სადაც სასწრაფოს მანქანა ფიგურირებს, განცხადებას ავრცელებს

თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

“თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი მწუხარებას გამოთქვამს დღეს, ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო და თანაგრძნობას უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს.

აღნიშნული შემთხვევის მომენტში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ავტომანქანაში იმყოფებოდა პაციენტიც, რომელიც არ დაშავებულა და გადაყვანილია დანიშნულების ადგილზე.

მოგეხსენებათ, მომხდარის შედეგად, დაიღუპა ერთი, ხოლო დაშავდა 12 ადამიანი, მათ შორის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის 2 ექიმი. ყველა მათგანს უკვე გაეწია სათანადო სამედიცინო დახმარება”, - ნათქვამია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"