"თიბისი ბანკზე" ინფორმაციის "გაჟონვა" არის უპასუხისმგებლობის ძალიან აშკარა ნიმუში" - კვირის პალიტრა

"თიბისი ბანკზე" ინფორმაციის "გაჟონვა" არის უპასუხისმგებლობის ძალიან აშკარა ნიმუში"

"თიბისი ბანკი"-ში პროკურატურის მიერ დაწყებულ გამოძიებას "ფეისბუკში" ეხმაურება ექსპერტი გია ხუხაშვილი.

"TBC ბანკზე ინფორმაციის "გაჟონვა" არის უპასუხისმგებლობის ძალიან აშკარა ნიმუში. ვინც ამას აკეთებს, ან არ ესმის რას ეთამაშება, ან მიზანმიმართულად უქმნის საფრთხეს ფინანსური სისტემის სტაბილურობას.

შინაარსობრივად, აქ რომც იყოს რაიმე პრობლემა, ეს არ ეხება ბანკს და უფრო პერსონალურ ხასიათს ატარებს", - წერს გია ხუხაშვილი. (წყარო)

იხილეთ ასევე: "თიბისი ბანკი" განცხადებას ავრცელებს