სამცხე-ჯავახეთში დიდთოვლობის და გზებზე ცუდი ხილვადობის გამო, შსს მოქალაქეებს აფრთხილებს - კვირის პალიტრა

სამცხე-ჯავახეთში დიდთოვლობის და გზებზე ცუდი ხილვადობის გამო, შსს მოქალაქეებს აფრთხილებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიცია და სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტი მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ რთული მეტეოროლოგიური პირობების, დიდთოვლობის და გზებზე ცუდი ხილვადობის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის ახალციხე-ნინოწმინდის (სომხეთ-საქართველოს საზღვრის მიმართულებით) საავტომობილო გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.

ამის შესახებ ინფორმაციას შს სამინიტრო ავრცელებს.

"სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ინტენსიური თოვის, ქარბუქის, შეზღუდული ხილვადობის და ლიპყინულის გამო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა ფარავნის უღელტეხილზე, წალკა-ნინოწმინდის გზაზე, ასევე ახალქალაქი-კარწახის მიმართულებითაც", - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შსს-ს ინფორმაციით, საპატრულო და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები, სამაშველო სამსახურთან ერთად გზებზე გაჩერებულ მგზავრებს ეხმარებიან და უსაფრთხო ადგილამდე მათ ტრანსპორტირებას ახორციელებენ.

"ინტერპრესნიუსი"