სააღმზრდელო პროცესის დაწყება ბაღებშიც გადაიდო - კვირის პალიტრა

სააღმზრდელო პროცესის დაწყება ბაღებშიც გადაიდო

გრიპის ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სააღმზრდელო პროცესის განახლება თბილისის საბავშვო ბაღებშიც გადაიდო. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში განუცხადეს.

"სკოლების მსგავსად, თბილისის საბავშვო ბაღებში ზამთრის არდადეგები 18 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება. შესაბამისად, სააღმზრდელო პროცესი საბავშვო ბაღებში 21 იანვრიდან განახლდება", - აცხადებენ ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში.

შეგახსენებთ, რომ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ სკოლებს რეკომენდაციებით მიმართა, გრიპის ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში 2018-2019 სასწავლო წლის ზამთრის არდადეგები გახანგრძლივდეს 18 იანვრის ჩათვლით.

"ინტერპრესნიუსი"