"თბილისი მოლის" პარკინგზე ავტომანქანა იწვის - ადგილიდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა - კვირის პალიტრა

"თბილისი მოლის" პარკინგზე ავტომანქანა იწვის - ადგილიდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა

"თბილისი მოლის" პარკინგზე ავტომანქანა იწვის. როგორც "ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე სახანძრო სამაშველო ბრიგადა უკვე გასულია.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ მოლის ერთ-ერთმა თანამშრომელმა განუცხადა, თბილისი მოლიდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა,

მისი თქმით, რამდენიმე წუთის წინ მოლში სახანძრო განგაში გამოცხადდა, რის შემდეგაც სავაჭრო ცენტრი ყველა ადამიანს დაატოვებინეს, მათ შორის დაცვასაც.

როგორც თბილისი მოლში მომუშავე მოქალაქე განმარტავს, იქ მყოფებმა კვამლის სუნი იგრძნეს, თუმხა ხანძარი არ დაუნახავთ.

"ინტერპრესნიუსი"