ჭავჭავაძეზე მომხდარ ავარიაში მონაწილე სასწრაფო დახმარების მანქანის მძღოლი საავადმყოფოში გადაიყვანეს - კვირის პალიტრა

ჭავჭავაძეზე მომხდარ ავარიაში მონაწილე სასწრაფო დახმარების მანქანის მძღოლი საავადმყოფოში გადაიყვანეს

ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომანქანის მძღოლი თბილისის ზღვის ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მამაკაცს ბრალი წარედგინა, რის შემდეგაც გარკვეული ჩივილების გამო, მისი საავადმყოფოში გადაყვანა გადაწყდა.

შეგახსენებთ, რომ დღეს ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ავტომანქანა, რომელსაც პაციენტი გადაჰყავდა, ბორდიურზე ავიდა და იქ მდგარი ადამიანების ჯგუფს დაეჯახა. მომხდარის შედეგად გარდაიცვალა 1 და დაშავდა 12 ადამიანი.

"ინტერპრესნიუსი"