თბილისში, ვირუ­სით ახალ­გაზ­რდა ქალი გარ­და­იც­ვა­ლა - კვირის პალიტრა

თბილისში, ვირუ­სით ახალ­გაზ­რდა ქალი გარ­და­იც­ვა­ლა

თბილისში, სავარაუდოდ, "ღორის გრიპის" ვირუსით ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა. იგი კომპოზიტორ მანანა იმედაძის რძალია. ინფორმაციას იმედაძის მეგობრები "ფეისბუქით" ავრცელებენ.

"როგორ მჯეროდა, რომ კარგად იქნებოდა, მთელი გულით ვიზიარებ, მე ის მიყვარს და სიცოცხლის ბოლომდე ვილოცებ მისთვის", - წერს სოციალურ ქსელში ოჯახის ახლობელი.

კომპოზიტორის რძალი ინფექციურ საავადმყოფოში ერთი კვირის წინ მიიყვანეს. ექიმების მცდელობის მიუხედავად მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ambebi.ge