"ხალხი ალბათ ფიქრობს, რომ მე და გია ერთ ჭერქვეშ ვცხოვრობთ, მაგრამ ასე არ არის"
"ხალხი ალბათ ფიქრობს, რომ მე და გია ერთ ჭერქვეშ ვცხოვრობთ, მაგრამ ასე არ არის"
ფოტო:გია როინიშვილი, თამრიკო ჭოხონელიძე
შობის ღამეს, სამების საკათედრო ტაძარში თამრიკო ჭოხონელიძის მიერ შვილთან მარიამ როინიშვილსა და შვილიშვილ ელენესთან ერთად შესრულებულმა "ალილომ" საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა. მოგეხსენებათ, მომღერალმა გასულ წელს მეუღლესთან, გია როინიშვილთან წლების წინ გაწყევტილი ურთიერთობა აღადგინა. როგორ გაატარა მომღერალმა შობა-ახალი წელი, ამაზე ყველასთვის საყვარელი მომღერალი გვესაუბრება.

- საზოგადოება ძალიან გაახარა თქვენს პირად ცხოვრებაში დაბრუნებულმა ჰარმონიამ... ამდენი წლების შემდეგ შობას და ახალ წელს ერთად შეხვდით თქვენ და თქვენი მეუღლე?
- ყველას დიდი მადლობა კეთილგანწყობისთვის... ხალხი
ალბათ ფიქრობს, რომ მე და გია ერთ ჭერქვეშ ვცხოვრობთ, მაგრამ ასე არ არის, თუმცა ჩვენი ურთიერთობა ძალიან ნორმალური და დახვეწილია. რაც შეეხება შობას, ძალიან უცნაურად შევხვდით: სამების ტაძარში ვიგალობეთ მე, მარიამმა და ელენემ... ყოველთვის წესად მაქვს, რომ ოჯახში უნდა შევხვდე შობასაც და ახალ წელსაც! ამიტომ
ტაძარში როგორც კი ვიგალობეთ და ეპისტოლეს კითხვა დაიწყეს, ჩვენ სასწრაფოდ გამოვიქეცით, ეპისტოლეს მანქანაში რადიოში ვისმენდით და ვჩქარობდით შობის დადგომამდე სახლამდე მიგვესწრო.

12 საათს ზუსტად 3 წუთი აკლდა სახლში რომ მოვედით, დედას 7 სანთელი და საშობაო სუფრა გამზადებული ჰქონდა და ძალიან გახარებულებმა ჩვენს ოჯახში ვიზეიმეთ შობის შემობრძანება. ღვთისმშობლის ვედრება, ლოცვა ეს ყველაფერი სახლში სულ სხვა ეშხით მიდის და სულ სხვა მადლი აქვს...

- ანუ მთელი ოჯახი ერთად შეხვდით ბატონი გიას თამადობით?
- არა... ჩემთან სახლში იყო მარიამი და გიასთან ჩვენი ვაჟი – კოკო თავის ოჯახით. გიასაც არ უყვარს თავის სახლის კარის გამოკეტვა. ეს იყო მიზეზი, თორემ ვერ ვიტყვი, რომ ოჯახი გაიყო. შემდეგ ყველამ ერთად ვიზეიმეთ შობის ბრწყინვალე დღესასწაული, მაგრამ შობის დადგომა ჩვენს სახლებში აღვნიშნეთ. ზუსტად ასევე ანალოგიურად ვიზეიმეთ ახალი წელი. საახლწლო კონცერტში ვიღებდით მონაწილეობას მე და მარიამი და ვინაიდან სახლში მეკვლე ყოველთვის მე ვარ, წელსაც, რასაკვირველია, ეს ტრადიცია არ დარღვეულა. ჯერ მეკვლეობის რიტუალი ჩავატარე და შემდეგ წავედი საახალწლო კონცერტზე სამღერად... გია ჩვენს სახლში მოდის ხოლმე და მე მის სახლში, უკვე დიდი ხანია ეს პრობლემა აღარ დგას ჩვენს შორის.
თამრიკო ჭოხონელიძე შვილებთან ერთად. fortuna.ge-ს ფოტო
კიდევ ერთხელ ყველას ძალიან ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო, ვინც მე და ჩემს ოჯახს გვგულშემატკივრობდა. განსაკუთრებული სიყვარულით მივულოცავ მათ შობა-ახალ წელს!

- როგორი სამომავლო გეგმები გაქვთ თქვენ და ბატონ გიას?
- არანაირ სამომავლო გეგმებზე არ ვსაუბრობთ... მე უკვე მივხვდი, რომ წინასწარ არაფრის დაგეგმვა არ ღირს! რასაც ცხოვრება მოიტანს, ისე მოვიქცევი...

საუბრის დასასრულს ჩემს ქვეყანას მშვიდობას ვუსურვებ! პირველ რიგში ხალხში ერთმანეთის სიყვარულის აღიარებას. ჩვენ გვიყვარს ერთმანეთი, მაგრამ არ გამოვხატავთ და ამიტომ ვისჯებით. შედეგად ამდენი დაპირისპირება გვაქვს! სიყვარულის აღიარება როგორც პატარა ოჯახებში უნდა მოხდეს, ისე დიდ ოჯახში – მთელ ქვეყანაში. მინდა, ჩვენი ოჯახის მსგავსად მოხდეს ქვეყანაში შერიგება და სიყვარულის დაბრუნება! დაე, სიყვარულმა გაგვაერთიანოს და გადაგვარჩინოს!


(სპეციალურად საიტისთვის)

მკითხველის კომენტარი (20)
tttt
11 იანვარი 2019 15:45
ხო სულ მაგაზე ფიქრობს და ნერვიულობს ხალხი ნეტავ ერთად არიან, თუ არაო?
inga
11 იანვარი 2019 14:16
სამანტა, რომ ვიცი და გამომიცდია ზუსტად მაგიტომ ვწერ,. მოუყევი გული გადაუშალე ვიწრო წრეს თუ მაინც ვერ ისვენებ და დაამთავრე. არ შეიძლება ყველაფერი გამოფინო ფართო საზოგადოების მსჯელობის საგანი გახადო, ამ სიტყვას რა სჯობია პირადზე არ ვსაუბრობ. მე პირადად ის უფრო მაინტერესებს ბ-ნი გია როინიშვილი ცნობილი დაპირისპირების მერე თეატრში თუ არის დაკავებული როლებით, ახალს რას შესთავაზებს მაყურებელს, როგორც ვიცი დააბრუნეს თეატრში.ასევე ქალბატონი თამრიკო ახალ სიმღერას თუ შემოგვთავაზებს. ბევრი ხელოვანი ყოფილა არცთუ დალაგებული პირადი ცხოვრებით მაგრამ, ამას ხელი არ შეუშლია ყვარებოდა ხალხს. იმიტომ , რომ საზოგადოება მის ნიჭს სცემს პატივს.- ერთი ფანოღური სიმღერა იყო-'ვინა სთქვა არ გვყვარებია. აკი გვიყვარდა ორთავეს" მორჩა, მოკვდა სიყვარული და რა ვუყოთ ვითამაშოთ ოჯახობანა? რას იტყვის ხალხი, შვილები , შვილიშვილები. ან რა განერვიულებდა , გიღალატა, არ დააფასა შენი ერთგულება, მიდი გაატარე, ვისაც არ უნდიხარ ჯანდაბამდე გზა ქონია"თუკი ღამურა მზის სინათლეს ვერ ეგუება, ამით მზის სხივებს ბრწყინვალება კი არ აკლდება"
ლიკა
11 იანვარი 2019 13:04
რატომ მიბლოკავთ კომენტარს, რა ვთქვი ისეთი? რაც ზუსტად ვიცი, იმას ვწერდი: აქ თითქმის ყველა კომენტარი ერთი ქალის დაწერილია, ვინც გამწარდა მათი შერიგებით!!!
სამანტა
11 იანვარი 2019 11:36
ბევრმა ალბათ არ იცით რა ძნელია, როცა ბედნიერი ოჯახი გენგრევა, ვერ გაუმკლავდები ამას ძალიან ძნელია, მეც დამენგრა მიჭირდა ზალიან, თავზე დამემხო ყვეალფერი და 1 წელი აზრზე ვერ მოვდიოდი, და სულ მინდოდა ამ პრობლემაზე მესაუბრა ყველასთან და გადამეტანა ეს ტკივილი, ყველას ინდივიდუალურად გადააქვს...და სტკივა, ნუ განსჯით და ნურავინ ბ~ნუ იტყვის ე ასე ვიზამო, მოცემულ სიტუაციაში ვინ როგორ მოიქცევა არავინ არ იცის....მაგრამ მე ვიტვი რომ ოჯახს დანგრევა, როცა გიყვარს ქმარი და ძალიან ბედნიერი ხარ ურთულესი, თან ამდენი ხნის ოჯახის დანგრევა ძალიან ძნელია.... შეეშვით ჭოხონელიძეს..
ლელა
11 იანვარი 2019 06:53
არ ვიცოდი თუ შობას 12 საათზე ტაძრიდან სახლში უნდა გავიქცე, მე მეგონა ლიტურგიაზე დასწრება და ზიარება უფრო მადლიანი საქმეა
ნინო
11 იანვარი 2019 00:24
ბედნიერი შობა ახალი წელი გაგთენებოდეთ...ღირსეული ადამიანი ხართ თამრიკო...რაც მტრობას დაუნგრევია სიყვარულს უშენებია...მივესალმები თუ შერიგდებით....
ულვაშა
10 იანვარი 2019 23:56
ეს ქალი მიყვარდა მარა ისეთივე ნაციკი ყოფილა როგორიც მისი ქმარი. სამარცხვინოა
მარინა
10 იანვარი 2019 20:15
მე ძალიან მოხარული ვარ და ვუსურვებ ტკბილ ერთად ცხოვრებას ქბ თამრიკოს და ბატონ გიას ფარავდეს უფლის ძალა მათ ოჯახს
inga
10 იანვარი 2019 16:19
ისეთი წელი ქონოდეს, როგორც ქ-ნი თამრიკოს გულს სურს. მაგრამ,ხალხის სახელით, რომ ხალხს საზოგადოებას აინტერესებს სხვისი პირადი ცხოვრება სირცხვილია. ე.ი. მე და ჩემნაირები არ ვეკუთვნით ხალხს? რაში მაინტერესებს სხვისი პირადი. გახსენით საიტი "ჭორ_მართალი" და იქ მოუყარეთ თავი ვინ ვის თვალი აუჟუჟუნა, მერე ამაზე ვინ იეჭვიანა. კარგით რა ცხოვრებაა, რა ტრაგედია შექმენით, ვინ არ გაყრილა, ან რა არის გასაკვირი შვილები,. შვილიშვილები აკავშირებთ და ნორმალური დამოკიდებულება ქონდეთ და საქვეყნოდ არ გამოფინონ წვრილმანები.ქალისთვის უმძიმესია, თან ამდენი წლის შემდეგ მაგრამ/ ადამიანი ხომ იმით ფასობს რამდენ გაჭირვებას თუნდაც სულიერს გაუძლებს. ,მე პირადად ქ-ნი თამრიკოს შემოქმედება უფრო მაინტერესებს, ახალს რას შემოგვთავაზებს,უდაოდ კარგი ხმა აქვს.
goreli2
10 იანვარი 2019 16:15
...ქ. თამრიკო, "პუბლიკას"რაც აინტერესებს ის თქვით,თორემ თქვენსა და თქვენი ოჯახის ნიჭიერებაში ეჭვი არავის ეპარება...

რუბრიკის სხვა სიახლეები
რომელია ღვინისთვის ყველაზე ოპტიმალური ტემპერატურა?
/
თქვენი აზრით, რა არის დღეს საქართველოში კრიმინალის ზრდის მიზეზი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, რა არის დღეს საქართველოში კრიმინალის ზრდის მიზეზი?
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები