"H1N1-თან ერთად იყო საკმაოდ მძიმე დაავადება" - რა გახდა 22 წლის გოგოს გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი? - კვირის პალიტრა

"H1N1-თან ერთად იყო საკმაოდ მძიმე დაავადება" - რა გახდა 22 წლის გოგოს გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი?

ვფლობთ 22 წლის ქალბატონის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას - H1N1-თან ერთად იყო საკმაოდ მძიმე დაავადება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ 22 წლის ქალის გრიპით გარდაცვალების ფაქტზე კომენტირებისას განაცხადა და აღნიშნა, რომ დეტალებზე ვერ ისაუბრებს პაციენტის უფლებებიდან გამომდინარე.

"ვფლობთ ამ სამწუხარო შემთხვევის, 22 წლის ქალბატონის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას. კიდევ ერთხელ მინდა მედიას მოგმართოთ, რომ ქვეყანაში არსებობს კანონი პაციენტის უფლებების შესახებ. ამ კანონის მიხედვით, თუ ოჯახის თანხმობა არაა, მე პერსონალიებზე საუბარი არ შემიძლია ღია ეთერში. ვფლობ ინფორმაციას, სამწუხარო შემთხვევაა, მაგრამ იქ H1N1-თან ერთად იყო საკმაოდ მძიმე დაავადება", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

თბილისში, სავარაუდოდ, "ღორის გრიპის" ვირუსით ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა. იგი კომპოზიტორ მანანა იმედაძის რძალია. 22 წლის სალომე ქემაშვილი ინფექციურ საავადმყოფოში ერთი კვირის წინ მიიყვანეს. ექიმების მცდელობის მიუხედავად მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

იხილეთ ასევე: "ოჯახს ისედაც გვეყოფა საშინელი ტრაგედია" - რას პასუხობს გარდაცვლილი გოგონას ახლობელი ამირან გამყრელიძეს?

"ინტერპრესნიუსი"