"ქვა, რომლის შესახებაც "ნაციონალებმა" ჭორები ააგორეს, წითელი იასპი იყო. ის ივანიშვილმა ქალიშვილისთვის გამოიწერა"
"ქვა, რომლის შესახებაც "ნაციონალებმა" ჭორები ააგორეს, წითელი იასპი იყო. ის ივანიშვილმა ქალიშვილისთვის გამოიწერა"
"ირაკლი კობახიძემ და მამუკა ბახტაძემ შესაძლოა, წელს თანამდებობები დაკარგონ", - ასეთია ასტროლოგ მიხეილ ცაგარელის ვერსია. მისი თქმით, 2019 წელს ბევრი ჩინოვნიკი დაკარგავს თანამდებობას, გამოჩნდებიან ახალი ლიდერებიც...

გთავაზობთ ამონარიდებს ჟურნალ "გზაში" გამოქვეყნებული ინტერვიუდან:

"ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით, თევზებია თბილისის მერი, კახა კალაძეც. მათ 5 მაისამდე საკმაოდ კარგი პერიოდი აქვთ და ჯობია, თუ მნიშვნელოვან საკითხებს ამ დროის მონაკვეთში მოაგვარებენ. 7 მაისიდან უკვე "შვიდჯერ გაზომე, ერთხელ გაჭერი" პრინციპით უნდა იმოქმედონ, რადგან შავი მთვარე, მაცდუნებელი
ძალა წლის ბოლომდე სწორედ თევზების ზოდიაქოში შედის. შესაბამისად, მათ ცხოვრებაში კონფლიქტების, არასწორი გადაწყვეტილებების, მეგობრების ღალატის ნეგატიური ტენდენციები მოიმატებს..."

"ქალბატონ სალომეს ერთხელ შევხვდი, მაშინ ჯანრი კაშია ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. ბევრი ვისაუბრეთ, თუმცა თავად სალომეს განსაკუთრებული ინტერესი არ გამოუჩენია. ამ მთავრობაში საერთოდ არავის აქვს ასტროლოგიის მიმართ
ინტერესი. ერთხელ ყოფილმა პრემიერმა, ბიძინა ივანიშვილმა მითხრა, რომ ეზოტერიკული ასტროლოგია უდიდესი მეცნიერებაა და პატივს ვცემო..."

"ქვა, რომლის შესახებაც "ნაციონალებმა" ჭორები ააგორეს, წითელი იასპი იყო. იასპი ივანიშვილმა ქალიშვილისთვის გამოიწერა. სხვათა შორის, ძალიან კარგი, დადებითი ენერგიის მატარებელი ქვაა. თავად ყოფილი პრემიერი იოგით არის დაინტერესებული. სახსრებთან, ხერხემალთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა და იოგა ძალიან დაეხმარა..."

"მრჩება შთაბეჭდილება, რომ ფენ-შუის სპეციალისტთან თანამშრომლობს. ამას მისი ხეების გადარგვით გატაცება მაფიქრებინებს. ხეს, მით უფრო ძველ ხეს, საკმაოდ ძლიერი ენერგია აქვს, სიცოცხლეს ახანგრძლივებს. ერთ-ერთი ხე რომ გადარგო, ფენ-შუის წესით მის გვერდით აუცილებლად უნდა დაერგო თეთრი მაგნოლია და ასეც მოიქცა. თუმცა არის ერთი გაურკვევლობა: ფენ-შუის სპეციალისტს მისთვის უნდა ეთქვა, რომ 2018 და 2019-ში წლებში ხეების გადარგვა საერთოდ არ შეიძლებოდა..." იხილეთ სრულად


ხათუნა ბახტურიძე

orueli
14 იანვარი 2019 11:45
ჰა ჰა ჰა ჰა ჰააააა "2018 და 2019-ში წლებში ხეების გადარგვა საერთოდ არ შეიძლებოდა..." აი რა ზუსტად იცის ცაგარელმა ყველაფერი. ნეტა ძილის წინ, ყველაზე საკრალურ მომენტში, როდესაც ადამიანი მარტო რჩება პირისპირ თავთან, რას ფიქრობს საკუთარ თავზე, სირცხვილით რომ არ იწვება ეგ ვიცით.
mmm
14 იანვარი 2019 10:57
ქვა არა ლოდი. ესეიგი ამის აზრით თუ იასპის ქვას შევიძენთ, მილიარდერები გავხდებით. აბა წავიდა ქვების შეგროვებაააა!
შაში ბეში
13 იანვარი 2019 13:58
ბატონო მიხეხეილ , ეს ბზარი თქვენს შუბლზე ეხლა გაჩნდა თუ მანამდეც იყო ! :)))))))))))

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ თბილისის მერიის მიერ დამტკიცებულ პარკირების ტარიფებს (A ზონაში 1 საათი – 1 ლარი, B ზონაში – 2 ლარი, C ზონაში – 3 ლარი)?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ თბილისის მერიის მიერ დამტკიცებულ პარკირების ტარიფებს (A ზონაში 1 საათი – 1 ლარი, B ზონაში – 2 ლარი, C ზონაში – 3 ლარი)?