არის თუ არა აფთიაქებში პირბადეების ნაკლებობა? - რას ამბობს ჯანდაცვის მინისტრი?
არის თუ არა აფთიაქებში პირბადეების ნაკლებობა? - რას ამბობს ჯანდაცვის მინისტრი?
ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს ინფორმაციით, ანტივირუსული პრეპარატების დეფიციტი ან პირბადეების ნაკლებობა არ არსებობს.

როგორც სერგეენკომ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, პირბადეების ნაკლებობა გუშინ რამდენიმე აფთიაქში იყო, თუმცა ეს სისტემური პრობლემა იყო და მალევე აღმოიფხვრა.

„სასწრაფოს გამოძახებების მაჩვენებელი ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 200-ით არის შემცირებული და ეს ტვირთი თავის თავზე აიღო პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებმა, რომლებიც 24-საათიანი რეჟიმით მუშაობენ და რომლებშიც მიმართვიანობა გაზრდილია. თუკი იყო 420, დღევანდელი მდგომარეობით არის 602. რაც შეეხება კითხვებს, რომელიც
აქტუალურია საზოგადოებაში, მაგალითად, ანტივირუსული პრეპარატების არსებობა, ან დეფიციტი. ასეთი დეფიციტი არ არსებობს. ჯანდაცვის სამინისტროს მარაგებიდან მედიკამენტები უფასოდ გაიცემა, რაც შეეხება იმ ინფორმაციას, რაც გუშინ გაჟღერდა, რომ რომელიღაც აფთიაქებში პირბადეების ნაკლებობა შეიქმნა, ეს რამდენიმე საათიანი იყო და ის მალევე აღმოიფხვრა“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.

"ინტერპრესნიუსი"

ანი
10 იანვარი 2019 20:26
საღამოს 9საათზე გამოძახებული ,სასწრაფო,დილის 9 საათზე მოვიდა.2018წლის 28 დეჯემბრიდან ოჯახის ექიმთან ჩაწერა მხოლოდ 9 იანვარს შევძელი და მაშინაც ვერ მოვხვდი .....ევექსის კლინიკაში თავხელიძის ქუჩაზე

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელს გასულ წლებთან შედარებით?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელს გასულ წლებთან შედარებით?