კურორტ თეთნულდის მიმდებარედ ზვავი ჩამოწვა - დაშავებულია უცხოელი ტურისტი - კვირის პალიტრა

კურორტ თეთნულდის მიმდებარედ ზვავი ჩამოწვა - დაშავებულია უცხოელი ტურისტი

თეთნულდის სათხილამურო კურორტის მიმდებარედ ზვავი ჩამოწვა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის ადგილას მხოლოდ ორი უცხოელი ტურისტი იმყოფებოდა, რომელთაგან ერთ-ერთმა მსუბუქი დაზიანება მიიღო.

როგორც "ინტერპრესნიუსს" მესტიის მერმა კაპიტონ ჟორჟოლიანმა განუცხადა, ტურისტები აკრძალულ ზონაში იმყოფებოდნენ.

"უცხოელი სტუმრები თეთნულდის მთაზე იყვნენ ასული და აკრძალულ ზონაში იყვნენ გადასული. ზვავი ჩამოწვა, რა დროსაც ერთ-ერთი უცხოელი ჩაითრია. ტურისტი ამოყვანილია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ჩვენი ინფორმაციით, შემთხვევის ადგილას ორი ადამიანი იმყოფებოდა", - განაცხადა კაპიტონ ჟორჟოლიანმა.

"ინტერპრესნიუსი"