"დიაგნოზი გაფორმებულია და ეს ოჯახმა იცის" - რას ამბობს ამირან გამყრელიძე გარდაცვლილი 22 წლის გოგონას ახლობლის განცხადებაზე?
"დიაგნოზი გაფორმებულია და ეს ოჯახმა იცის" - რას ამბობს ამირან გამყრელიძე გარდაცვლილი 22 წლის გოგონას ახლობლის განცხადებაზე?
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ თბილისში გარდაცვლილ 22 წლის გოგონას გრიპის ვირუსთან ერთად სხვა დაავადებაც ჰქონდა და გამორიცხულია, ამის შესახებ ოჯახმა არ იცოდეს.

როგორც გამყრელიძემ "ინტერპრესნიუსის" კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, მას ოჯახთან კომუნიკაცია დღესვე ექნება.

გამყრელიძის თქმით, გარდაცვლილის დაავადების შესახებ ინფორმაცია დადასტურებულია, თუმცა, ის პაციენტის უფლებებიდან გამომდინარე დაავადების შესახებ ვერ ისაუბრებს.

"თანავუგრძნობ ოჯახს ამ მძიმე ტრაგედიის გამო, რაც დღეს გამთენიისას მოხდა. ჩემი პასუხი იყო და ახლაც ვადასტურებ,
რომ საქართველოში არსებობს კანონი პაციენტის უფლებების შესახებ, რომლის თანახმადაც, ოჯახის თანხმობის გარეშე არა მაქვს უფლება დეტალებზე საუბრის. აქედან გამომდინარე მე გავეცი ზოგადი პასუხი. ამ ერთი საათის განმავლობაში ქალბატონმა დარეკა ჩემს აპარატში, სანამ ბრიფინგი დაიწყებოდა. ბრიფინგის შემდეგ მე მას პირადად დაველაპარაკები ტელეფონით და ავუხსნი მდგომარეობას. კიდევ
ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ აქ განვითარდა ძალიან მძიმე პათოლოგია. გრიპი იყო, ეს დადასტურებულია ლაბორატორიულად. გრიპი ჩვენს მოსახლეობას ჰგონია იოლი დაავადება და მას აიგივებს გაციებასთან, რაც ასე არ არის. გრიპის ვირუსით გამოწვეული გრიპოზული დაავადება 25-30 პროცენტ შემთხვევებში რთულდება, სამწუხაროდ, მათ შორის ფატალური გამოსავლით. სამწუხაროდ, გრიპის ვირუსით და გართულებებით 300- 600 ათასამდე ადამიანი იღუპება მთელ მსოფლიოში. ეს არის ჯანმთელობის მსოფლიო ორგანიზაციის და ამერიკის დაავადებათა ცენტრის მონაცემები. ანუ სიკვდილიანობის სერთო სტატისტიკა მერყეობს 0.3-დან 1 პროცენტამდე.

მე ოჯახთან მექნება დღეს კომუნიკაცია და ამის შემდეგ ჩაგაყენებთ საქმის კურსში",- განაცხადა გამყრელიძემ.

კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა ოჯახმა არ იცოდეს გარდაცვლილის დიაგნოზის შესახებ, გამყრელიძემ უპასუხა, რომ არა.

"დიაგნოზი გაფორმებულია და ეს ოჯახმა იცის", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.


"ინტერპრესნიუსი"



MAGNOLIA
11 იანვარი 2019 13:21
საბრალო გოგო, რა უნდოდა ვირუსიანი რომ წავიდა ბორჯომში, მასთან ერთად ვინც იყო ისინი გადაამოწმეთ ვისაც გადასდებდა ვირუსს , სანამ დროა მიხედონ თავს
გენაცვალეთ განათლებაში-ს
11 იანვარი 2019 12:38
ნუ ცხარობთ. სიკვდილიანობის სტატისტიკა (პროცენტული მაჩვენებელი) ითვლება დაავადებულთა ოდენობიდან და არა დედამიწის საერთო მოსახლეობიდან, როგორც ამას თქვენ ითვლით. შესაბამისად, 1% უნდა დაითვალოთ არა 7 მლრდ-დან, არამედ იმ ხალხის ოდენობიდან, ვინც გრიპის ვირუსით დაავადდება.
გენაცვალეთ განათლებაში
11 იანვარი 2019 00:09
მაინც რომელი ართმეტიკითაა თუნდაც 600 ათასი ადამიანი დედამიწის მოსახლეობის, ანუ შვიდნახევარი მილიარდის 1 პროცენტი? ყველა მეხუთეკლასელმა იცის (ყოველ შემთხვევაში, უნდა იცოდეს), რომ შვიდნახევარი მილიარდის 1 პროცენტი არის 75 მილიონი. შესაბამისად, 600 ათასი არის პროცენტის მეასედზე ნაკლები. მით უმეტეს, 300 ათასი. ასე, რომ ჯერ თვლა ისწავლეთ და მერე წერეთ.

რუბრიკის სხვა სიახლეები
რომელია ღვინისთვის ყველაზე ოპტიმალური ტემპერატურა?
/
თქვენი აზრით, რა არის დღეს საქართველოში კრიმინალის ზრდის მიზეზი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, რა არის დღეს საქართველოში კრიმინალის ზრდის მიზეზი?
თვის კითხვადი სტატიები