დავით სერგეენკო მოქალაქეებს მიმართავს
დავით სერგეენკო მოქალაქეებს მიმართავს
ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო მოქალაქეებს მიმართავს და იმ სიმპტომების შესახებ აწვდის ინფორმაციას, რომელიც გრიპის ვირუსს ახასიათებს.

სერგეენკო მოქალაქეებს ურჩევს, კონკრეტული სიმპტომების გამოვლენისთანავე, დაუყოვნებლივ ექიმს მიმართონ.

"თუკი ყველასთვის ცნობილი გაციების სიმპტომები იწყება სწრაფად, რამდენიმე საათის განმავლობაში, ან ყველასთვის კარგად ცნობილი გაციების სიმპტომები იწყება უჩვეულოდ აგრესიულად, თუკი ადამიანი ამბობს, რომ გავციებულვარ, თავი ადრეც მტკიებია, მაგრამ ასე არასოდეს, გავციებულვარ, ყელი მტკიებია, ან ხველა მქონია, თუმცა ასე არასოდეს, ეს მოცემულობები არის ჩვენება იმისათვის, რომ
ადამიანმა კონსულტაციისთვის მიმართოს ოჯახის ექიმს. თუ ჩვენი გაციების სურათი ვითარდება, ანუ ისე ავად არის, როგორც აქამდე, მაგრამ პლუს ადამიანი არის კიდევ სხვა დაავადების მატარებელი, ორსული, მელოგინე, ან ასაკოვანი, ესეც ჩვენება არის იმისთვის, რომ მიმართოს ოჯახის ექიმს", - განაცხადა დავით სერგეენკომ.


"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, ვინ არის პასუხისმგებელი დიდ დიღომში მომხდარ ტრაგედიაზე?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, ვინ არის პასუხისმგებელი დიდ დიღომში მომხდარ ტრაგედიაზე?