რუსეთი ოკუპანტია !
რუსული მედიის მიერ ლუგარის ლაბორატორიაზე გავრცელებული ინფორმაცია BBC-მ წლის "ფეიკსიახლეებში" შეიყვანა
რუსული მედიის მიერ ლუგარის ლაბორატორიაზე გავრცელებული ინფორმაცია BBC-მ წლის "ფეიკსიახლეებში" შეიყვანა
წლის "ფეიკები" - ვინ და როგორ გვატყუებდა 2018 წელს" - ამ სათაურით გამოაქვეყნა სტატია BBC-ის რუსულმა სამსახურმა, რომელშიც წლის განმავლობაში გავრცელებული 10 ტყუილი ინფორმაცია შეიყვანა, მათ შორის მოხვდა თბილისში მდებარე ლუგარის ლაბორატორიაზე გავრცელებული "კოშმარული" ამბავიც.

მე-6 ნომრად შეყვანილი "ფეიკი" ასეა დასათაურებული: "აშშ-ის "სიკვდილის ლაბორატორია" საქართველოში".

"მთელი წლის განმავლობაში რუსული ტელეარხები ავრცელებდნენ ინფორმაციას, რომ თბილისის შემოგარენში არის "გასაიდუმლოებული ლაბორატორია", რომელშიც თითქოსდა ადამიანებზე სახიფათო ცდებს ატარებენ და საიდანაც მომაკვდინებელი ვირუსები ვრცელდება", -
ვკითხულობთ სტატიაში, რომელშიც აღნიშნულია, რომ ეს იანფორმაცია პირველად საქართველოს უშიშროების ყოფილმა მინისტრმა, იგორ გიორგაძემ გაავრცელა.

სტატიაში აღნიშნულია, რომ ამ ინფორმაციის შესამოწმებლად BBC-ის კორესპოდენტი პირადად ჩავიდა თბილისში, სადაც ნახა, რომ ეს ე.წ. "სიკვდილის ლაბორატორია" სინამდვილეში C ჰეპატიტთან ბრძოლის პროგრამის ნაწილია.
-46697557?fbclid=IwAR1iyQw0KOki4rasSgnrrGn_qEak1pIr9aqj4ozx3lTGuYxwL-G_leUCpAE" target="_blank">წყარო

ნიას
11 იანვარი 2019 19:35
ძვირფასო ნია, სამწუხაროდ, ამ ცოტა ხნის წინა სწორედ საფრანგეთში, მენინგიტის დიაგნოზით, დაიღუპა ტელეწამყვან მაია ასათიანის უსაყვარლესი ქალიშვილი, ფრანგული პრესა წერდა, ეს არ იყო ერთადერთი შემთხვევა, ასე, რომ ვირუსები და მომაკვდინებელი ბაქტერიები არსებობენ ბუნებაში, თანაც ყველა ქვეყანაში და ყველა დროში, განიცდიან მუტაციას , აქტურდებიან სეზონურად ა.შ. მაგ შეთქმულების თეორიებით ტყუილად იტანჯავთ თავს...
ნია
11 იანვარი 2019 00:04
საერთოდ არაა სასაცილო.მეც მჯერა,რომ ასეა.საერთოდ არ ვიცი გიორგაძე და არც ,,ბნელი,,ქართველი ვარ,მაგრამ მთელ მსოფლიოში რაც აქ ხდება და კვდებიან,რატომ არ ხდება?საფრანგეთში ვარ და არანაირი ვირუსი არაა აქ.არსად ევროპაში.ესაა მუზანმიმართულუ ბაქტერიოლოგიური ომი,

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, ვის ეკისრება პასუხისმგებლობა რუსთაველის გამზირზე 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებზე?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, ვის ეკისრება პასუხისმგებლობა რუსთაველის გამზირზე 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებზე?
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები