რუსული მედიის მიერ ლუგარის ლაბორატორიაზე გავრცელებული ინფორმაცია BBC-მ წლის "ფეიკსიახლეებში" შეიყვანა - კვირის პალიტრა

რუსული მედიის მიერ ლუგარის ლაბორატორიაზე გავრცელებული ინფორმაცია BBC-მ წლის "ფეიკსიახლეებში" შეიყვანა

წლის "ფეიკები" - ვინ და როგორ გვატყუებდა 2018 წელს" - ამ სათაურით გამოაქვეყნა სტატია BBC-ის რუსულმა სამსახურმა, რომელშიც წლის განმავლობაში გავრცელებული 10 ტყუილი ინფორმაცია შეიყვანა, მათ შორის მოხვდა თბილისში მდებარე ლუგარის ლაბორატორიაზე გავრცელებული "კოშმარული" ამბავიც.

მე-6 ნომრად შეყვანილი "ფეიკი" ასეა დასათაურებული: "აშშ-ის "სიკვდილის ლაბორატორია" საქართველოში".

"მთელი წლის განმავლობაში რუსული ტელეარხები ავრცელებდნენ ინფორმაციას, რომ თბილისის შემოგარენში არის "გასაიდუმლოებული ლაბორატორია", რომელშიც თითქოსდა ადამიანებზე სახიფათო ცდებს ატარებენ და საიდანაც მომაკვდინებელი ვირუსები ვრცელდება", - ვკითხულობთ სტატიაში, რომელშიც აღნიშნულია, რომ ეს იანფორმაცია პირველად საქართველოს უშიშროების ყოფილმა მინისტრმა, იგორ გიორგაძემ გაავრცელა.

სტატიაში აღნიშნულია, რომ ამ ინფორმაციის შესამოწმებლად BBC-ის კორესპოდენტი პირადად ჩავიდა თბილისში, სადაც ნახა, რომ ეს ე.წ. "სიკვდილის ლაბორატორია" სინამდვილეში C ჰეპატიტთან ბრძოლის პროგრამის ნაწილია. წყარო

"ახმეტა ვირუსი" პირველად საქართველოში დაფიქსირდა" - რა ვირუსებს იკვლევენ ლუგარის ლაბორატორიაში?