პრემიერის გადაწყვეტილებით, საქართველოს ყველა მოქალაქე "ტამიფლუს" უფასოდ მიიღებს
პრემიერის გადაწყვეტილებით, საქართველოს ყველა მოქალაქე "ტამიფლუს" უფასოდ მიიღებს
საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილებით, სეზონური გრიპის ავადობის პრევენციისა და შემცირების მიზნით, გრიპის საწინააღმდეგო პრეპარატ "ტამიფლუს", ექიმის დანიშნულების შემთხვევაში, საქართველოს ყველა მოქალაქე უფასოდ მიიღებს, - ამის შესახებ ინფორმაციას პრემიერის აპარატი ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ პრეპარატი თავიდანვე უფასოდ მიეწოდებოდათ ორსულ და სოციალურად დაუცველ პირებს.

მთავრობის მეთაურის დავალების შესაბამისად, ჯანდაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს, რომ გარკვეული პერიოდის - პიკის განმავლობაში, "ტამიფლუ" უფასო იყოს ყველასთვის, ვისაც ექიმის დანიშნულება ექნება.

მთავრობის აღნიშნული გადაწყვეტილება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ავადობის
შემცირებას.

"ინტერპრესნიუსი"

ხომ არ გვეცადა?
13 იანვარი 2019 10:54
უკეთესი და იქნებ უფრო იაფიც ყოფილიყო უფასო ვაქცინაცია.ეს აუცილებლად აამაღლებდა ხალხის ცნობიერებაში ვაქცინაციის სარგებლიანობას და მის აუცილებლობას.
!!!
12 იანვარი 2019 21:17
უფრო ეფექტური იქნებოდა უფასო ვაქცინაცია.
გიორგი. გთხოვთ არ დამბლოკოთ.
12 იანვარი 2019 19:46
შესანიშნავი მომენტია, წამლის ხალხზე გამოცდისა. ხალხნო! გაიგეთ, წამლის ხალხზე გამოცდა არ ნიშნავს, ხალხის დახოცვას, უბრალოდ, არასასურველი მომენტია, რასაც ამერიკელები თავის ხალხს, არ ჰკადრებს.
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, ვინ არის პასუხისმგებელი დიდ დიღომში მომხდარ ტრაგედიაზე?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, ვინ არის პასუხისმგებელი დიდ დიღომში მომხდარ ტრაგედიაზე?
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები