პრემიერის გადაწყვეტილებით, საქართველოს ყველა მოქალაქე "ტამიფლუს" უფასოდ მიიღებს
პრემიერის გადაწყვეტილებით, საქართველოს ყველა მოქალაქე "ტამიფლუს" უფასოდ მიიღებს
საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილებით, სეზონური გრიპის ავადობის პრევენციისა და შემცირების მიზნით, გრიპის საწინააღმდეგო პრეპარატ "ტამიფლუს", ექიმის დანიშნულების შემთხვევაში, საქართველოს ყველა მოქალაქე უფასოდ მიიღებს, - ამის შესახებ ინფორმაციას პრემიერის აპარატი ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ პრეპარატი თავიდანვე უფასოდ მიეწოდებოდათ ორსულ და სოციალურად დაუცველ პირებს.

მთავრობის მეთაურის დავალების შესაბამისად, ჯანდაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს, რომ გარკვეული პერიოდის - პიკის განმავლობაში, "ტამიფლუ" უფასო იყოს ყველასთვის, ვისაც ექიმის დანიშნულება ექნება.

მთავრობის აღნიშნული გადაწყვეტილება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ავადობის
შემცირებას.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (12)
ხომ არ გვეცადა?
13 იანვარი 2019 10:54
უკეთესი და იქნებ უფრო იაფიც ყოფილიყო უფასო ვაქცინაცია.ეს აუცილებლად აამაღლებდა ხალხის ცნობიერებაში ვაქცინაციის სარგებლიანობას და მის აუცილებლობას.
!!!
12 იანვარი 2019 21:17
უფრო ეფექტური იქნებოდა უფასო ვაქცინაცია.
გიორგი. გთხოვთ არ დამბლოკოთ.
12 იანვარი 2019 19:46
შესანიშნავი მომენტია, წამლის ხალხზე გამოცდისა. ხალხნო! გაიგეთ, წამლის ხალხზე გამოცდა არ ნიშნავს, ხალხის დახოცვას, უბრალოდ, არასასურველი მომენტია, რასაც ამერიკელები თავის ხალხს, არ ჰკადრებს.
Nu macinebt-s
12 იანვარი 2019 14:01
Provokatori xar?tu ara da daazuste
ნუ მაცინებთ
12 იანვარი 2019 12:57
პოლიკლინიკებში ასე ამბობენ ვინ ეკითხება პრემიერ მინისტრს წამლის გაყიდვას.
Truker
12 იანვარი 2019 08:51
საყოჩაღო რაა. ასე არ უნდა ყოფილიყო თავიდანვე? აფიშირება და რეკლამა იყო საჭირო?
სანიტარი
11 იანვარი 2019 20:54
ექიმთან ვიზიტში, 100 ლარს გადაიხდი და "თამიფლუს" გამოგიწერს.
ჯავახელი
11 იანვარი 2019 15:57
ყოცაღ პრემიერს!!!
პ.ს. მაგრამ გამოჩნდება ჯოგი და პრემიერს ჯვარზე გააკრავენ მაგის გამო-"...რატო კარგი აგიგია"-ო.
ნინო
11 იანვარი 2019 15:28
გმადლობთ
❤️
ნუ მაცინებთ
11 იანვარი 2019 15:20
თუ ექიმს 100 ლარს გადაუხდი მაშინ გიწერს ტამიფლუს.

რუბრიკის სხვა სიახლეები
რომელია ღვინისთვის ყველაზე ოპტიმალური ტემპერატურა?
/
თქვენი აზრით, რა არის დღეს საქართველოში კრიმინალის ზრდის მიზეზი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, რა არის დღეს საქართველოში კრიმინალის ზრდის მიზეზი?
თვის კითხვადი სტატიები