"ძალიან ბედნიერი ვარ და დაოჯახებას ვაპირებ"
19-01-2019
"ძალიან ბედნიერი ვარ და დაოჯახებას ვაპირებ"
ფოტო:ქეთი ხატიაშვილი, დავით კაჭარავა
ქეთი ხატიაშვილი საზოგადოებამ პროექტ "ცეკვავენ ვარსკვლავებით" გაიცნო. ქეთი 8 წელია აქტიურ სპორტს ჩამოშორდა. ახლა ის გოგონებს ტანვარჯიშსა და ჯანსაღ ცხოვრებას ასწავლის. როგორ უნდა გამოიმუშაოს მოთმინების უნარი სპორტსმენმა და როგორ ვებრძოლოთ ახალი წლის დღეებში მომატებულ კილოგრამებს, ქეთი ხატიაშვილი­ გიამბობთ:


- დედა უკრაინელი მყავს, ოდესაში­ ვცხოვრობდით, როდესაც უფროსი და ტანვარჯიშზე შეიყვანეს, შემდეგ აღმო­ჩნდა,­ რომ მე უფრო კარგი მონაცემები მქონია და ამ სპორტს გავყევი. მაშინ 4 წლის ვიყავი. თბილისში რომ გადმოვედით, ტანვარჯიშზე
სიარული გავაგრძელე... საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც იაპონიაში ყოველწლიურად ტარდება, ჩვენი გუნდი ფინალში მოხვდა - ასეთი შედეგი საქართველოს მანამდე არ ჰქონია.

"გემრიელ ჭამაზე უარის თქმა, ცხოვრებისეული სირთულეების დაძლევაშიც დამეხმარა"


ტანვარჯიშს, გარდა იმისა, რომ სპორტის რთული სახეობაა, ყოველდღიურად 6-7 საათი ვარჯიში სჭირდება. სულ ფორმაში
უნდა იყო, სწორად უნდა იკვებო, რომ ზედმეტი კილოგრამები არ გქონდეს. ტანმოვარჯიშე კარიერას ძალიან მალე, 20-21 წლის ასაკში ამთავრებს და ამიტომ ცდილობს, მოკლე დროში მიაღწიოს შედეგს. იყო წლები, როდესაც ზედმეტი წონის პრობლემა არ მქონდა, მაგრამ გარდატეხის ასაკში ძალიან გამიჭირდა. მახსოვს, ბაქოში ვიყავით და 4-5 საათის შემდეგ არაფერს ვჭამდი, რომ ვიძინებდი, სულ საჭმელი მელანდებოდა. დაახლოებით 6 თვე ძალიან გამიჭირდა, შემდეგ კი ეს პრობლემა გადავლახე. გემრიელ ჭამაზე უარის თქმა, წონის შენარჩუნების გარდა, ცხოვრებისეული სირთულეების დაძლევაშიც დამეხმარა:­ უარის­ თქმა ვისწავლე და არ ვორჭოფობ გადაწყვეტილების მიღებისას.

სულ ვამბობდი, სპორტს რომ დავანებებ თავს, წავალ საკონდიტროში, შევჭამ გემრიელ დონატს, შემდეგ გადავალ სხვა საკონდიტროში, შევჭამ ფუნთუშას, შემდეგ ტირამისუს, მაგრამ როდესაც სპორტს დავანებე თავი, ვეღარაფერი შევჭამე, იმდენად გამომიმუშავდა ეს თვისება, რომ ტორტს დღემდე ვერ ვჭამ.

გემრიელი სადილის შემდეგ, კარგია თუ ფიზიკურად დაიხარჯებით და კალორიებს დაწვავთ.
ქეთი ხატიაშვილი ქალიშვილთან ერთად
"იარეთ ფეხით!"

ტანვარჯიშის აკადემია მაქვს, სადაც 4-დან 14 წლამდე ბავშვებს ვიღებ.

გოგონები ჯანსაღ ცხოვრებას ბავშვობიდანვე უნდა შევაჩვიოთ. ჩემს 7 წლის გოგონას არაფერს ვუკრძალავ, მაგრამ იცის, რომ 7 საათის შემდეგ აღარ უნდა ჭამოს. თუ მაინც წასძლია სულმა, ბევრი პური ან ტკბილეული მიირთვა, უნდა ივარჯიშოს.
ახალი წლის დღეებში ქართველებს გემრიელად ჭამა-სმა გვიწევს. ვინც ვერ ახერხებს ძვირად ღირებულ ფიტნესკლუბებში სიარულს, დარსა თუ ავდარში ფეხით სიარულს ვურჩევ. დღეში თუნდაც ერთი კილომეტრის ფეხით გავლა დაგეხმარებათ ახალი წლის დღეებში მომატებული კილოგრამების დამარცხებაში.

"ცეკვამ ჩემი ცხოვრება შეცვალა"


ქართველმა საზოგადოებამ "ცეკვავენ ვარსკვლავებით" გამიცნო. სპორტულ წრეებში შეიძლება მიცნობდნენ, მაგრამ ახლა მთელმა საქართველომ გამიცნო. ცეკვამ ჩემი ცხოვრება შეცვალა - ბევრი შემოთავაზება მივიღე: სხვადასხვა კომპანიის სახე გავხდი, ტელევიზიაში დავიწყე მუშაობა. მსიამოვნებს, როდესაც ქუჩაში მაჩერებენ და მეუბნებიან, რომ მგულშემატკივრობენ.

ტანვარჯიში უფრო და უფრო პოპულარული გახდა საქართველოში, ადამიანების ცხოვრების სტილიც შეიცვალა. ბავშვები მეტ დროს უთმობენ სპორტს.

გაზაფხულზე დიდი ტურნირის ჩატარებას ვგეგმავ, სტუმრები სხვადასხვა ქვეყნიდანაც გვეყოლება. ამ შეჯიბრების მიზანი ჯანსაღი ცხოვრების პროპაგანდაა.

რაც შეეხება პირად ცხოვრებას, მალე უფრო დიდ სახლში გადავალ, ძალიან ბედნიერი ვარ და დაოჯახებას ვაპირებ.
ოღონდაცა რააააააააა
21 იანვარი 2019 22:09
ქეთი ცოლად გამომყვები?????????
მზია
20 იანვარი 2019 08:49
ბედნიერი იყავი.
ინგა
20 იანვარი 2019 01:27
ძალიან მესიმპათიურება ეს გოგონა თავისი ბუნებრიობით და მგონი წყვილიც შესაფერისი შეხვედრია. დიდ სიყვარულს და ბედნიერ ოჯახს ვუსურვებ.

რედაქტორის რჩევით
თქვენი აზრით, რამდენად ხშირად ხდება დღეს  საქართველოში თანამდებობის პირთა მიერ უფლებამოსილების პირადი მიზნებისთვის გამოყენება?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, რამდენად ხშირად ხდება დღეს საქართველოში თანამდებობის პირთა მიერ უფლებამოსილების პირადი მიზნებისთვის გამოყენება?
თვის კითხვადი სტატიები