რუსთავში ახალგაზრდა ქალი მესამე სართულის ფანჯრიდან გადავარდა - კვირის პალიტრა

რუსთავში ახალგაზრდა ქალი მესამე სართულის ფანჯრიდან გადავარდა

რუსთავში, 22 წლის ქალი საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულის ფანჯრიდან გადავარდა. შემთხვევა წუხელ მოხდა, არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი მესამე სართულის ფანჯრიდან გადავარდა და პირველი სართულის მიშენების სახურავზე დაეცა.

დაშავებული თავის ტრავმითა და მრავლობითი მოტეხილობებით კლინიკა “რუსთავშია" მოთავსებული. ექიმების ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. დაშავებულს წუხელ ოპერაცია ჩაუტარდა.

"ინტერპრესნიუსი"