"არ დას­ცალ­და, გა­ე­გო რა არის დე­დო­ბა" - ვინ არის ახალნამშობიარები ქალი, რომელიც სავარაუდოდ, "ღორის გრიპის" ვირუსით გარდაიცვალა
"არ დას­ცალ­და, გა­ე­გო რა არის დე­დო­ბა" - ვინ არის ახალნამშობიარები ქალი, რომელიც სავარაუდოდ, "ღორის გრიპის" ვირუსით გარდაიცვალა
სა­ვა­რა­უ­დოდ H1N1 ვირუ­სით 26 წლის გოგო გარ­და­იც­ვა­ლა. ეკა მი­ქე­ლა­ძე რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის წინ ღუ­დუ­შა­უ­რის კლი­ნი­კი­დან კა­ხეთ­ში, მშობ­ლუ­რი სო­ფელ­ში გა­დას­ვე­ნეს.

რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ამ­ბო­ბენ, ავად არი­ან გარ­დაც­ვლი­ლოს ქა­ლის ოჯა­ხის წევ­რე­ბიც.

"სო­ფელ ყან­და­უ­რი­დან იყო ეს გოგო, თუმ­ცა თბი­ლის­ში იყო გა­თხო­ვი­ლი და იქ იმ­შო­ბი­ა­რა სა­კე­ის­რო კვე­თით. ცუ­დად რომ გამ­ხდა­რა, ექი­მის­თვის მი­უ­მარ­თავს, უფიქ­რია, რომ სა­კე­სი­როს შემ­დეგ გარ­თუ­ლე­ბა ჰქონ­და. თუმ­ცა, სა­ად­მყო­ფო­ში გა­ირ­კვა რომ მას ვირუ­სი შეხ­ვდა და გარ­და­იც­ვა­ლა. რო­გორც ამ­ბო­ბენ, სხვა ოჯა­ხის წევ­რე­ბიც ავად არი­ან, მა­თაც გო­გო­ნას
მსგავ­სად ვირუ­სი აქვთ,"გა­ნა­ცხა­და სო­ფელ ყან­და­უ­რის რწმუ­ნე­ბულ­მა ნანა ტა­ვე­ლიშ­ვილ­მა.

გარ­დაც­ვლი­ლის ბავ­შვო­ბის მე­გო­ბა­რი წერს: "ახა­ლი ნამ­შო­ბი­ა­რე­ვი, ჯან­მრთე­ლი, სი­ცო­ცხლით სავ­სე გოგო... ასე მო­უ­ლოდ­ნე­ლად გრი­პით გარ­და­იც­ვა­ლა... არ დას­ცალ­და ნორ­მა­ლუ­რად გა­ე­გო რა არის დე­დო­ბა... ენით აღუ­წე­რე­ლი ტრა­გე­დი­აა".

რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნელ­მა ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ გა­ნუ­ცხა­და, ახალ­გაზ­რდა ქალს გრი­პის
ნიშ­ნე­ბი კლი­ნი­კუ­რად ჰქონ­და, თუმ­ცა გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ სინ­ჯი აღე­ბუ­ლი არ არის, და­დას­ტუ­რე­ბუ­ლად შე­უძ­ლე­ბე­ლია ით­ქვას, რომ ის ე.წ. ღო­რის გრი­პით არის გარ­დაც­ვლი­ლი. გაგრძელება
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, ვინ არის პასუხისმგებელი დიდ დიღომში მომხდარ ტრაგედიაზე?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, ვინ არის პასუხისმგებელი დიდ დიღომში მომხდარ ტრაგედიაზე?