"არ დას­ცალ­და, გა­ე­გო რა არის დე­დო­ბა" - ვინ არის ახალნამშობიარები ქალი, რომელიც სავარაუდოდ, "ღორის გრიპის" ვირუსით გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

"არ დას­ცალ­და, გა­ე­გო რა არის დე­დო­ბა" - ვინ არის ახალნამშობიარები ქალი, რომელიც სავარაუდოდ, "ღორის გრიპის" ვირუსით გარდაიცვალა

სავარაუდოდ H1N1 ვირუსით 26 წლის გოგო გარდაიცვალა. ეკა მიქელაძე რამდენიმე საათის წინ ღუდუშაურის კლინიკიდან კახეთში, მშობლური სოფელში გადასვენეს.

როგორც ადგილობრივები ამბობენ, ავად არიან გარდაცვლილოს ქალის ოჯახის წევრებიც.

"სოფელ ყანდაურიდან იყო ეს გოგო, თუმცა თბილისში იყო გათხოვილი და იქ იმშობიარა საკეისრო კვეთით. ცუდად რომ გამხდარა, ექიმისთვის მიუმართავს, უფიქრია, რომ საკესიროს შემდეგ გართულება ჰქონდა. თუმცა, საადმყოფოში გაირკვა რომ მას ვირუსი შეხვდა და გარდაიცვალა. როგორც ამბობენ, სხვა ოჯახის წევრებიც ავად არიან, მათაც გოგონას მსგავსად ვირუსი აქვთ,"განაცხადა სოფელ ყანდაურის რწმუნებულმა ნანა ტაველიშვილმა.

გარდაცვლილის ბავშვობის მეგობარი წერს: "ახალი ნამშობიარევი, ჯანმრთელი, სიცოცხლით სავსე გოგო... ასე მოულოდნელად გრიპით გარდაიცვალა... არ დასცალდა ნორმალურად გაეგო რა არის დედობა... ენით აღუწერელი ტრაგედიაა".

როგორც „ინტერპრესნიუსს“ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განუცხადა, ახალგაზრდა ქალს გრიპის ნიშნები კლინიკურად ჰქონდა, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ სინჯი აღებული არ არის, დადასტურებულად შეუძლებელია ითქვას, რომ ის ე.წ. ღორის გრიპით არის გარდაცვლილი. გაგრძელება