გრიპის ვირუსის გამო, ირანის ხელისუფლება საკუთარ მოქალაქეებს საქართველოში გამგზავრებისგან თავის შეკავებას ურჩევს - კვირის პალიტრა

გრიპის ვირუსის გამო, ირანის ხელისუფლება საკუთარ მოქალაქეებს საქართველოში გამგზავრებისგან თავის შეკავებას ურჩევს

საქართველოში გავრცელებულ ე.წ. ღორის გრიპის გამო, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო საკუთარ მოქალაქეებს ურჩევს, თავი შეიკავონ საქართველოში გამგზავრებისგან, თუ ამის აუცილებლობა არ არის.

ამის შესახებ ირანული საინფორმაციო სააგენტო „ტასნიმი“ იუწყება.

ირანის საგარეო უწყება განცხადებაში აღნიშნავს, რომ H1N1 გრიპის ვირუსის გამო საქართველოში 14 ადამიანი გარდაიცვალა.

"ინტერპრესნიუსი"