როგორი ამინდი იქნება 16-17 იანვარს საქართველოში? - კვირის პალიტრა

როგორი ამინდი იქნება 16-17 იანვარს საქართველოში?

17 იანვარს, საქართველოში ჰაერის ტემპერატურა მკვეთრად დაიკლებს. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლოა მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების გააქტიურება გამოიწვიოს. აღნიშნულ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, 16-17 იანვარს საქართველოში ნალექია მოსალოდნელი.

"17 იანვარს დაბლობსა და ბარში შესაძლებელია თოვლჭყაპი, დროგამოშვებით ძლიერი ქარი, მთიან და მაღალმთიან ზონაში თოვა, ზოგან ძლიერი, ნისლი და ქარბუქი. ზღვაზე შესაძლებელია 4-5 ბალიანი შტორმი", - აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.

"ინტერპრესნიუსი"