ე.წ. ღორის გრიპის ვირუსით 10 თვის ბავშვი გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

ე.წ. ღორის გრიპის ვირუსით 10 თვის ბავშვი გარდაიცვალა

H1N1-ით, ე.წ. ღორის გრიპის ვირუსით 10 თვის ბავშვი გარდაიცვალა. როგორც "ინტერპრესნიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს, ბავშვს ე.წ. ღორის გრიპთან ერთად წითელაც ჰქონდა.

აღნიშნული H1N1-ის ვირუსით საქართველოში ადამიანის გარდაცვალების მე-16 შემთხვევაა.