ვინ იყო 3 ახალგაზრდა, რომლებიც ქუ­თა­ი­სი-წყალ­ტუ­ბოს გზა­ზე ავა­რი­ას ემსხვერპლნენ - კვირის პალიტრა

ვინ იყო 3 ახალგაზრდა, რომლებიც ქუ­თა­ი­სი-წყალ­ტუ­ბოს გზა­ზე ავა­რი­ას ემსხვერპლნენ

ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე ავარიას სამი ახალგაზრდა ემსხვერპლა. გარდაცვლილები არიან 1997 წელს დაბადებული ბაქარ ზივზივაძე და 1999 წელს დაბადებული გიორგი ხარატიშვილი და ნიკუშა ჭანტურია, რომელიც ავტომობილს მართავდა. შემთხვევის შედეგად, სამივე ახალგაზრდა "მერსედესის" მარკის ავტომობილში დაიწვა. ისინი კლასელები იყვნენ და სკოლა "პროგრესში" სწავლობდნენ.

არსებული ინფორმაციით, ავტომობილი ბორდიურს შეეჯახა, შემთხვევის შედეგად ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით მიმდინარეობს.

Ambebi.ge