რას ყვებიან ქუთაისში ავარიაში გარდაცვლილ ბიჭებზე - კვირის პალიტრა

რას ყვებიან ქუთაისში ავარიაში გარდაცვლილ ბიჭებზე

ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე მომხდარ ტრაგიკულ ავარიაში დაღუპულები 19-21 წლის ახალგაზრდები იყვნენ. გიორგი ხარატიშვილი, ბაქარ ზივზივაძე და ნიკუშა ჭანტურია ახლო მეგობრები იყვნენ, მათგან ორი - ნიკა და გიორგი კლასელები და 2017 წელს დაამთავრეს სკოლა "პროგრესი". ბიჭები მეორე კურსზე სწავლობდნენ თბილისის უმაღლეს სასწავლებლებში და ქუთაისში საახალწლო არდადეგებზე იმყოფებოდნენ. ბაქარ ზივზივაძე კი ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტი იყო.

შემთხვევა 14 იანვარს გვიან ღამით მოხდა. არსებული ინფორმაციით, ბიჭები რესტორანში იყვნენ და იქედან ერთ-ერთი მეგობარი სახლში დატოვეს და კვლავ რესტორანში ბრუნდებოდნენ. მანქანას 19 წლის ნიკუშა ჭანტურია მართავდა. ავტოსაგზაო შემთხვევის დაზუსტებული მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ის სავარაუდოდ სიჩქარის გადაჭარბებამ გამოიწვია. ავტომანქანა ელექტროგადამცემ ბოძს შეეჯახა, რის გამოც ცეცხლი გაჩნდა.

არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდები შეჯახებისთანავე გაითიშნენ და შესაბამისად, ცეცხლმოკიდებული მანქანიდან გადმოსვლა ვერ მოახერხეს. სამივე ახალგაზრდა ავტომობილში ისე დაიწვა, რომ მათი ამოცნობაც კი გაჭირდა. სამივე გარდაცვლილის ცხედარი უკვე სახლებშია გადასვენებული.

AMBEBI.GE სკოლა "პროგრესის" დირექტორს და გარდაცვლილი ბიჭების თანაკლასელს დაუკავშირდა მათზე სასაუბროდ. სკოლის დირექტორის ნინო ჩიკვაშვილის განცხადებით, გარდაცვლილები წარჩინებული მოსწავლეები და გამორჩეული ახალგაზრდები იყვნენ.

"ტრაგიკული ფაქტია, საუკეთესო ახალგაზრდები, საუკეთესო ოჯახისშვილები იყვნენ და გულდაწყვეტილები ვართ ყველანი. ნამდვილად მტკივნეული ამბავია მთელი სკოლისთვის. ბიჭები ამჟამად მეორე კურსის სტუდენტები იყვნენ, მათ ორი წლის წინ დაამთავრეს ჩვენი სკოლა და სკოლის დასრულების შემდეგ თბილისში გააგრძელეს სწავლა"  - განგრძეთ კითხვა