რამ გამოიწვია თბილისის მეტროპოლიტენის მეორე ხაზზე მატარებლების მოძრაობის შეწყვეტა - კვირის პალიტრა

რამ გამოიწვია თბილისის მეტროპოლიტენის მეორე ხაზზე მატარებლების მოძრაობის შეწყვეტა

თბილისის მეტროპოლიტენის მეორე ხაზზე მატარებლების მოძრაობის შეწყვეტა ტექნიკურმა ხარვეზმა გამოიწვია. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" თბილისის მერიაში განუცხადეს.

დედაქალაქის მერიის განმარტებით, ერთ-ერთ მატარებელს ტექნიკური ხარვეზი შეექმნა, რის გამოც მოძრაობა დროებით შეწყდა. მერიაში არ დააკონკრეტეს, თუ რა სახის ხარვეზზეა საუბარი ან რა ვითარებაში შეიქმნა პრობლემა.

შეგახსენებთ, რომ თბილისის მეტროს მეორე ხაზზე მგზავრებს რამდენიმე წუთის განმავლობაში სადგურზე ჩასვლის საშუალებას არ აძლევენ, სადგურებიდან ამოსული მგზავრები კი ამბობდნენ, რომ მატარებლები არ მოძრაობენ.

ამ დროისთვის მეტროპოლიტენის მეორე ხაზზე მოძრაობა აღდგა.

"ინტერპრესნიუსი"