ავტომანქანა ქვეითად მოსიარულე მამაკაცს დაეჯახა - კვირის პალიტრა

ავტომანქანა ქვეითად მოსიარულე მამაკაცს დაეჯახა

ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, ავტომანქანა ქვეითად მოსიარულე 60-წლამდე ასაკის მამაკაცს დაეჯახა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.

შემთხვევა მოსწავლე ახალგაზრდობის პარკთან მოხდა. შსს-ში განმარტავენ, რომ გამოძიება 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.

"ინტერპრესნიუსი"