"ძალიან ცუდი მოსახვევია. ვნახე, როგორ ამოტრიალდა მანქანა და როგორ ჩავარდა არხში" - ავარიამ მამაკაცის სიცოცხლე იმსხვერპლა - კვირის პალიტრა

"ძალიან ცუდი მოსახვევია. ვნახე, როგორ ამოტრიალდა მანქანა და როგორ ჩავარდა არხში" - ავარიამ მამაკაცის სიცოცხლე იმსხვერპლა

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. არსებული ინფორმაციით, „სუბარუს“ მარკის ავტომანქანის მძღოლმა მოსახვევში საჭე ვერ დაიმორჩილა, ამოტრიალდა და არხში ჩავარდა. შემთხვევის შედეგად მძღოლი, 65 წლის მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა, ორი პირი კი დაშავდა. ისინი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ფოთის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

ექიმების ინფორმაციით, ერთი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა, მას მრავლობითი მოტეხილობები აღენიშნება, ხოლო მეორეს ტრავმები გულ-მკერდის არეში აქვს მიღებული და მისი მდგომარეობა შედარებით მსუბუქია. თვითმხილველის თქმით, მანქანაში ერთი ოჯახის 5 წევრი და მეზობელი იმყოფებოდა, რომელიც გარდაიცვალა.

"აქ ძალიან ცუდი მოსახვევია. ვნახე, როგორ ამოტრიალდა მანქანა და როგორ ჩავარდა არხში. ადგილობრივებმა ორი ქალბატონი და ერთი მოზარდი ამოვიყვანეთ, მაქსიმალურად შევეცადეთ დავხმარებოდით. სამწუხაროდ, არის ერთი გარდაცვლილი", - განაცხადა თვითმხილველმა ვალტერ კირთაძემ.

ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.

"ინტერპრესნიუსი"