"გამოჩნდი რა ბიჭო, დაგვაწყვიტე ნერვები!" - რა­ჭა­ში მეოთხე დღეა 23 წლის ბიჭს ეძე­ბენ - კვირის პალიტრა

"გამოჩნდი რა ბიჭო, დაგვაწყვიტე ნერვები!" - რა­ჭა­ში მეოთხე დღეა 23 წლის ბიჭს ეძე­ბენ

უკვე მეოთხე დღეა რაჭაში 23 წლის ბიჭს ეძებენ. ახალგაზრდა მამაკაცი ონის მუნიციპალიტეტში, კურორტ შოვში დაიკარგა. სამაშველო სამსახურში შეტყობინება 14 იანვარს შევიდა.

თვითმხილველების თქმით, ბიჭი ბოლოს სასტუმროების მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ თოვლის ფესტივალზე ნახეს, მოგვიანებით ტერიტორია დატოვა და მას შემდეგ აღარ გამოჩენილა. სამძებრო სამუშაოები სოფლებთან ერთად ტყეშიც მიმდინარეობს, მაგრამ უშედეგოდ.

მეგობრები დაკარგული ბიჭის ფოტოებს ავრცელებენ, მათი ინფორმაციით, ის შოთა სამხარაძეა. გაგრძელება